ამ დიეტის დროს მთავარია დღეში ორჯერ მიირთვათ სპეციალური რეცეპტით მომზადებული წვნიანი და დაბალკალორიული ხილი და ბოსტნეული. დიეტა ერთ კვირიანია. ხანგრძლივად დაცვა არ შეიძლება. შემდეგ შეგიძლიათ კვირაში ერთხელ მოაწყოთ განტვირთვის დღე, ამ დღეს იკვებეთ დიეტის რომელიმე დღის მენიუთი.
სპოკანის დიეტა.
ორშაბათი:
წვნიანის პორცია ორჯერ. წახემსებისას ნებისმიერი ხილი ბანანის გარდა.
სამშაბათი:
წვნიანის პორცია ორჯერ დღეში. ბოსტნეული ბარდის, ლობიოს და სიმინდის გარდა. ამ დღეს არ შეიძლება ხილი.
ოთხშაბათი:
წვნიანი დღეში ორჯერ. ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული.
ხუთშაბათი:
წვნიანი დღეში ორჯერ. 3 ბანანი და რძე შეუზღუდავი რაოდენობით.
პარასკევი:
წვნიანის პორცია დღეში ორჯერ. 100 გრამი ხბოს მოხარშული ხორცი ტომატით.
შაბათი:
წვნიანი დღეში ორჯერ. 100 გრამი სტეიკი მწვანე ბოსტნეულით.
კვირა:
წვნიანი დღეში სამჯერ. ყავისფერი ბრინჯი მოხარშული მწვანე ბოსტნეულთან ერთად.
დიეტის დროს დალიეთ წყალი, უშაქრო ჩაი და წვენები.
წვნიანის რეცეპტი:
შემადგენლობა
350 გრ ტომატის პასტა
1 პომიდორი
0.5 თავი ხახვი
2 ლ ძროხის ბულიონი
1 ძირი ნიახური
300 გ გაყინული ბარდა
1 მწვანე ბულგარული წიწაკა
5 კბილი. ნიორი
მარილი, წიწაკა, მწვანილი გემოვნებით
მომზადება:
დაჭერით პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ხახვი კუბიკებად დაასხით წყალი და ადუღეთ 20 წუთი. შემდეგ გადაწურეთ, დაასხით ბულიონი, დაამატეთ ბარდა, დანარჩენი სანელებლები, მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით ცეცხლიდან.