უცხოები დაიწყებენ მარჩიელობას თქვენი ასაკის გამოსაცნობად, მაგრამ უშედეგოდ. ნიღბები სწრაფი გაახალგაზრდავებისათვის.

by ekaterine

ის ფაქტი, რომ სახლში დამზადებული ნიღბები უფრო ეფექტურია და იაფი, ყველა ქალს სმენია, მაგრამ ბევრისთვის მოუხერხებელია დამზადების პროცესი და უპირატესობას ანიჭებს ნაყიდ საშუალებებს.

არსებობს ვარიანტი, რომელიც არც დროს დაგაკარგვინებთ და არც ნებისმიერ ნაყიდ ნიღაბზე ნაკლები ეფექტი აქვს. სულ ორი ინგრედიენტი დაგჭირდებათ, რომელიც პირდაპირ სახეზე უნდა შეურიოთ ერთმანეთს.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი:

магазинный маски для лица

დაგჭირდებათ ლიმონის 5-6 წვეთი

ბარდის ფქვილი 100 გრ.

 

დაიბანეთ სახე( უმჯობესია ნიღაბი გაიკეთოთ აბაზანის მერე )

შეიძილეთ ლიმონის წვენი მთელ სახეზე.

სანამ შეგაშრებათ დაიდეთ ფქვილი და მთელ სახეზე გადაანაწილეთ . შეგიძლიათ თითები დასველოთ წყლით და უფრო ადვილად შეძლებთ წასმას.

Маска от морщин

გაიჩერეთ 5-7 წუთი, როცა გახმება ნიღაბი მოიცილეთ წყლით. შეგიძლიათ წაისვათ რომელიმე კრემი.

გააკეთეთ კვირაში 3-ჯერ.

მკვებავი დამატენიანებელი ნიღაბი:

Питательная увлажняющая маска

დაგჭირდებათ:

1 ჩ/კ. კიტრის წვენი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ალოეს წვენი ან გელი)

1/3 ჩ/კ. ზეთი( ნუშის, გარგარის, არგანის, შეგიძლიათ მიიღოთ ვიტამინი E ან “აევიტის” რამდენიმე კაფსულა)

დაბანილ სახეზე წაისვით კიტრის წვენი და შეიზილეთ სწრაფად ზეთი. დაიბანეთ ან ქაღალდით შეიმშრალეთ ნახევარი საათის შემდეგ.

ეს პროცედურა თუ გნებავთ გააკეთეთ ყოველდღე, სანამ სასურველ შედეგს არ დაინახავთ.

 

ნიღაბი-ლიფტინგი:

 

Маска-лифтинг

დაგჭირდებათ კოსმეტიკური თიხა 3 ჩ/კ. მასში შეურიეთ 1 ს/კ. სოიოს, ბარდის ან ნებისმიერი მარცვლეულის ფქვილი.

5-8 წვეთი ნებისმიერი კოსმეტიკური ზეთი.

დაბანილ სახეზე წაისვით ზეთი, შემდეგ თიხა და სახეზე გადაანაწილეთ თითებით. როცა შეგაშრებათ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. წაისვით მსუბუქი გელი.

ეს გაიკეთეთ იშვიათად, როცა მაქსიმალური ეფექტი გჭირდებათ.

თუ თქვენ უკეთესი ვარიანტები იცით, გაგვიზიარეთ კომენტარებში! გისურვებთ ჯანმრთელობას და სილამაზეს!

Related Articles