რას მოგვიტანს 2023 – წყლის ლურ­ჯი კურდღლის წელი – დადებითი და უარყოფითი ფაქტორები

by ekaterine

2023 წელი მოგვიტანს მშვიდობასა და ჰარმონიულობას. ბობოქარი და აქტიური ვეფხვის წლის შემდეგ სამყარო დაწყნარდება. ადამიანებს მოუნდებათ ფსიქოლოგიური აღდგენა, დასვენება რუტინისგან. გახშირდება ოჯახური და ნათესაური შეკრებები. საუკეთესო წელია ქორწინწბის და შემოქმედებითი პროექტების განსახორციელებლად.

ბუნებით კურდღელი ძალიან კეთილი და მშვიდობისმოყვარე ცხოველია, მაგრამ, ამავე დროს, ეშმაკი და გაქნილი. ასტროლოგების ამბობენ, რომ ახალ მფარველს ბევრის ცხოვრებაში შეუძლია მშვიდობის დაბრუნება და 2022 წელს დაშვებული შეცდომების გამოსწორებაში დახმარება;

2023 წელს შესაძლებელია ფეხზე მყარად დადგომა, ურთიერთობებისა და შემოსავლების ახალ დონეზე აყვანა, დიდი შინაგანი სამუშაოს ჩატარება, რაც გულისხმობს თავდაჯერებულობის მომატებასა და ბევრი კომპლექსისგან გათავისუფლებას. პირველივე ნაბიჯების გადადგმა წლის დასაწყისშივე სჯობს, რათა პირველივე თვეში გაარკვიოთ მნიშვნელოვანი ორიენტირები და გზას არ ასცდეთ.

კურდღლის ელემენტია ხე, ხოლო სტიქია – წყალი. მსგავსი კავშირი წარმატების და სტაბილურობის იმედს იძლევა.

2023 წლის ყველაზე აქტუალური, მოთხოვნადი და მოდური ფერები იქნება:

  • შავი;
  • თეთრი;
  • ლურჯი;
  • ცისფერი;
  • ფირუზისფერი;
  • ყვითელი;
  • ნარინჯისფერი;
  • ვარდისფერი.

რას გვპირდება კურდღლის წელი – დადებითი ფაქტორები

 

ჩინური ჰოროსკოპით, კურდღლის წელს სტაბილური და პოზიტიური ტენდენციების დრო დადგება ცხოვრების ბევრ სფეროში.  კარგი წელი იქნება მათთვის, ვისაც შვილის ყოლა აქვს გადაწყვეტილი.
2023 წელს დაქორწინებულებს დიდი შანსი აქვთ, რომ მტკიცე ოჯახი შექმნან, ხოლო ოჯახები, სადაც ჰარმონია არ სუფევს, თუ პარტნიორები ერთმანეთს შანსს მისცემენ, შეძლებენ ურთიერთგაგებას.

2023 წელს შესაძლებელია ჯანმრთელობისა და ფიზიკური სილამაზის გაუმჯობესება, ამასთან რეკომენდებულია არა მძიმე დატვირთვები, არამედ მცირე, მაგრამ – რეგულარული.

კურდღელი კონფლიქტური არ არის, ამიტომ ეს წელი კარგი იქნება საქმიანი კონტაქტების გამტკიცებისთვის, ასევე ნაცნობების წრის გაფართოებისთვის. თუმცა, ექსპერტ-ასტროლოგების თქმით, არც ის ღირს, რომ კონფლიქტში ჩართვის არქონის სურვილის გამო საკუთარი აზრი არ დაიცვათ. მთავარია, არ მოექცეთ მანიპულატორების გავლენის ქვეშ და შეინარჩუნოთ საკუთარი თავის პატივისცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგანი საყრდენის გარეშე მომავლის აშენება გაჭირდება.

სიყვარულში გაუმართლებთ საიმედო, სანდო ადამიანებს. მაგრამ ნუ მისცემთ გარშემომყოფებს თქვენი საუკეთესო თვისებებით ექსპლუატაციის უფლებას. აუცილებელია ბალანსის დაცვა საკუთარ ნებასა და შესაძლებლობებსა და სხვის მოთხოვნებს შორის.

 

 

 

რას გვპირდება კურდღლის წელი – უარყოფითი ფაქტორები

 

უნდა აღინიშნოს უარყოფითი მომენტებიც, რაც, შესაძლოა, ახალ წელს გაჩნდეს. მაგალითად,  შესაძლებელია კონფლიქტები ფინანსურ ნიადაგზე, ან უპერსპექტივო პროექტში ფულის ჩადებით გამდიდრების მცდელობა.

ფულის უსაზღვრო სიყვარულს ასევე შეუძლია ავნოს ადამიანებს. ეკონომია მხოლოდ მაშინ იქნება გამოსადეგი, თუ უსარგებლო ნივთების ყიდვაზე იტყვით უარს, მაგრამ თუ ეკონომიის სურვილი სიხარბეში გადავა, მაშინ რთული წელი გელოდებათ.

ასტროლოგები გირჩევენ, 2023 წელს ნაკლები ისაუბროთ საკუთარი ან სხვების გეგმების შესახებ, უფრთხილდით, რომ რაიმე ზედმეტი არ წამოგცდეთ.

ეს წელი ადამიანებს ჰპირდება როგორც აღმაფრენებს, ისე ვარდნებს. რაც შეეხება ფერს, მიუხედავად იმისა, რომ ყვითელი ბედნიერებისა და დადებითი ემოციების ფერად მიიჩნევა, მისი ძლიერი ენერგეტიკის ზემოქმედება, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ჯანმრთელობაზე. ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვინც ხშირად ნერვიულობს ან ქრონიკული დაავადება აქვს.

ამ წელიწადში იმოქმედეთ არსობრივად და აუჩქარებლად, მაგრამ ნუ იქნებით ზედმეტად ინერტულიც და ნუ გაჰყვებით დინებას პასიურად – ამას შეიძლება მოჰყვეს უძრაობის პერიოდი და შინაგანი კრიზისის პროვოცირება.

Related Articles