როგორ გავზარდოთ ვარდი კარტოფილში
ვარდები უნივერსალური საჩუქარია ნებისმიერი შემთხვევისთვის. მამაკაცები უამრავ ფულს ყრიან იმისთვის, რომ ქალბატონები ყვავილებით გაახარონ უმიზეზოდ თუ მის გარეშე, მაგრამ, სამწუხაროდ, მოჭრილი ყვავილი სამუდამოდ ვერ იცოცხლებს. ამ გენიალური ხრიკით თქვენ არა მხოლოდ დაზოგავთ ფულს, არამედ აჩუქებთ საყვარელ ადამიანს მუდამ აყვავებულ ვარდს.
თქვენ დაგჭირდებათ:
ვარდი
კარტოფილი
საბურღი
ქოთანი
მიწა
პლასტმასის ბოთლი
მოდით გავზარდოთ ვარდი სახლში
აირჩიეთ ვარდი, რომლის დარგვაც გსურთ. მოაცილეთ ყველა ფოთოლი, ამოაჭერით კვირტი და ღეროს ნაწილი, დაახლოებით 3 სმ. ვარდის ღეროზე გააკეთეთ ჭრილი 45 გრადუსიანი კუთხით.
აიღეთ კარტოფილი და ბურღით გააკეთეთ მასში ისეთი დიდი ხვრელი, რომ ვარდის ღეროს მოერგოს. ხვრელი პატარა უნდა იყოს, რომ ვარდმა სტაბილურობა არ დაკარგოს.
აიღეთ ქვაბი და შეავსეთ მიწით, ფენის სისქე 5სმ.კარტოფილი ვარდსთან ერთად მოვათავსოთ მიწაში და შევავსოთ ქვაბი.
პლასტმასის ბოთლს მოაჭერით ქვედა ნაწილი და ზემოდან დააფარეთ ვარდის ღეროს. ასე მიაღწევთ სათბურის ეფექტს. იმისთვის, რომ ძირი არ გაივსოს წყლით, დაასხით სითხე პლასტმასის ბოთლის გარშემო.
ახლა იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მშვენიერი ვარდი გაიზრდება. პირველი ყლორტიც ძალიან სწრაფად უნდა გამოჩნდეს.
ეს ხრიკი შეიძლება გაკეთდეს ყველა ჯიშის ვარდებით. გააოცეთ თქვენი ოჯახი და მეგობრები ასეთი მშვენიერი საჩუქრით!