ვიტამინების ნამდვილი ბომბი! ვიყენებ წელიწადში ორჯერ და პრაქტიკულად ავად აღარ ვხდები.

by ekaterine

ჩვენს ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისთვის სჭირდება ვიტამინებისა და მინერალების გარკვეული რაოდენობა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამაზე, მაგრამ ამისთვის არ არის აუცილებელი უახლოეს აფთიაქში გაქცევა ვიტამინების კომპლექსის შესაძენად. ჩვენი ყოველდღიური პროდუქტები გაჯერებულია სასარგებლო ელემენტებით. ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა ჩირებისგან მომზადებული ნარევი, რომელიც პასუხისმგებელია გულის მუშაობაზე, სისხლის მიმოქცევაზე, აძლიერებს იმუნიტეტს. გასწავლით როგორ მოამზადოთ ეს სასწაულებრივი ნარევი.

შემადგენლობა

300 გრ ნიგოზი

300 გ გარგარის ჩირი

300 გ ლეღვის ჩირი

300 გრ შავი ქლიავის ჩირი

300 გრ შავი ქიშმიში

2 ჭიქა თაფლი

2 ლიმონი

გარეცხეთ პროდუქტები თბილ წყალში, გააშრეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში კანიანად, კურკების გარეშე. დაამატეთ თაფლი, აურიეთ და შეინახეთ მინის ქილაში. უმჯობესია შედგათ მაცივრის ქვედა თაროზე. თითო სუფრის კოვზი მიიღეთ ყოველ დილით ჭამამდე. თუ იმუნიტეტთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ, 2-3 ს/კ მიირთვით. გამოიყენეთ მანამ, სანამ აარ დამთავრდება. გაიმეორეთ მხოლოდ ერთი თვის შემდეგ.

 

თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ იმუნიტეტი და დაივიწყოთ გაციება. თუ თითოეულ კომპონენტს ცალ-ცალკე შევისწავლით, ნათელი ხდება, რომ ეს არის საუკეთესო ვიტამინის ნარევი ჯანმრთელობისათვის.

Related Articles