წამლის მიღებამდე სცადეთ ეს ბუნებრივი პროდუქტი

by ekaterine

ვაშლის ძმარი შეიცავს პექტინებს, ეს ნივთიერება შლის და ორგანიზმიდან გამოდევნის კარცენოგენულ ნივთიერებებს, სანამ მოხდება მათი შეწოვა. მარტივი და ხელმისაწვდომი პროდუქტი წარმატებით გამოიყენება ასევე წონის დასაკარგად და შესანარჩუნებლად. ამცირებს ქოლესტერინს, აძლიერებს სისხლძარღვებს, ზრდის იმუნიტეტს. გამამხნევებელი სასმელის ხანგრძლივი გამოყენება ხსნის დაღლას და გათავისუფლებთ შიმშილის შეგრძნებისგან.

ვაშლის ძმარი არის ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკი და თაფლთან ერთად, მისი თერაპიული ეფექტი მნიშვნელოვნად იზრდება. ბუნებრივი ვაშლის ძმარი შეიცავს ბევრ კალიუმს და ფერმენტებს. კალიუმი პასუხისმგებელია გულის, კუნთებისა და ნერვული იმპულსების გადაცემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. გარდა ამისა, კალიუმი ხელს უშლის პათოგენური ბაქტერიების ზრდას.  ფერმენტებს აქვს სასარგებლო ეფექტი დღეგრძელობისთვის. ვაშლის ძმარი ცხიმების გამოყოფას უზრუნველყოფს უვნებლად,  მის შემადგენლობაში შემავალი ამინომჟავები და ორგანული მჟავები თავიდან გვაცილებს ცხიმის დაგროვებას.

ვაშლის ძმარი შეიძინეთ მხოლოდ ნატურალური ან დაამზადეთ თვითონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეფექტურობა ნულის ტოლფასი იქნება. თუ ქრონიკული დაავადება გაქვთ ან თუ რაიმე მიზეზით სხეული ცუდად რეაგირებს ძმარზე, შეგიძლიათ სვათ ვაშლის წვენი.

 

ქრონიკული დაღლილობის და უძილობის დროს
შეურიეთ 150 გრ თაფლი და 2 ს/კ.  ვაშლის ძმარი. მიიღეთ 2 ჩაის კოვზი სასმელი ძილის წინ.

ართრიტის დროს 10 ჩ/კ ვაშლის ძმარი და 1 ჩ/კ თაფლი შეურიეთ ოთახის ტემპერატურის 1 ჭიქა წყალში და ჭამის დროს დალიეთ ყლუპებით.

ჰიპერტენზიის, შაკიკის, გულძმარვის დროს
ერთი ჭიქა თბილ წყალში აურიეთ 1 ჩ/კ თაფლი და 1 ჩ/კ. ძმარი და დღეში სამჯერ მიიღეთ. სისხლის წნევა ნორმალიზდება,  მოიშორებთ გულძმარვას და შაკიკის შეტევებს.

გულის დაავადებისას
2 ს/კ. ლ ვაშლის ძმარი  1 ს/კ. ყურძნის წვენი და 2 ჩ/კ. თაფლი მიიღეთ 4-ჯერ დღეში.

ცხიმიანი კანისთვის შეურიეთ 1 ს/კ.  თაფლი, 0.5 ჩ/კ. მარილი და 1 ჩ/კ. ვაშლის ძმარი. წაისვით ნიღაბი სახეზე და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ცელულიტის შემცირებისთვის
შეურიეთ თაფლი და ძმარი თანაბარი პროპორციებით. დაამატეთ ფქვილი და ცოტა ზეითუნის ზეთი.  მასა წაისვით პრობლემურ ადგილებზე. ნიღაბი 40 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ, შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით და გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი.

წონის დაკარგვისთვის, ვაშლის ძმარი თაფლით უნდა მიიღოთ ყოველდღე 4 კვირის განმავლობაში. უკეთესია დილით უზმოზე. ცხიმის წვის კოქტეილის მომზადება ძალიან მარტივია: აურიეთ 2ჩ/კ. ძმარი და 1ჩ/კ. თაფლი ჭიქა თბილი წყალში. თუ არ იცით, როგორ რეაგირებთ მჟავაზე, დაიწყეთ  1/4 ჩ/კ. ძმრით, თანდათანობით გაზარდეთ ორ კოვზამდე. თუ უზმოზე მიღებას ვერ ახერხებთ, 30 წუთით ადრე დალიეთ ჭამამდე და დააყოლეთ ცოტა წყალი მაქსიმალური ეფექტისთვის. მიიღეთ 2 თვის განმავლობაში.

ვაშლის ძმარი კარგია თმის მოსავლელად, გადაივლეთ ის დაბანის შემდეგ. არცერთი კოსმეტიკური პროდუქტი არ მოგცემთ ასეთი ბრწყინვალე შედეგს.

ვაშლის ძმარი თაფლით მართლაც უნივერსალური საშუალებაა, რომელიც გამოიყენება საუკუნეების განმავლობაში. წამლის მიღებამდე სცადეთ ეს ბუნებრივი პროდუქტი და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.

Related Articles