ამ დიეტას ადვილად შეუძლია 9 დღის განმავლობაში 9 კგ-მდე დაგაკარგვინოთ, ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს ათავისუფლებს ტოქსინებისგან. ეს არის მონოდიეტა, რომელიც მოიცავს სამ ციკლს, თითოეული იმართება ერთი სახის პროდუქტებით: ბრინჯი, ქათამი და ბოსტნეული.
პირველი ორი პროდუქტი მდიდარია ნახშირწყლებით და ცილებით, ბოსტნეული – ბოჭკოვანი ნივთიერებით, რომელიც ეხმარება ორგანიზმში საბოლოო “დასუფთავების” ჩატარებას, ნაწლავების გათავისუფლებას ტოქსინებისგან.
1-3 დღე
პირველი 3 დღის დიეტა – ბრინჯი. დილით გარეცხეთ 250 გრამი ბრინჯი, დაასხით 500 გრამი მდუღარე წყალი და 15 წუთი ხარშეთ. მოხარშული ბრინჯი 6 მიღებაზე მიირთვით დღის განმავლობაში. ბოლო კვება უნდა იყოს არა უგვიანეს საღამოს 8 საათზე. ბრინჯის დღებში უნდა მიიღოთ 3 ს/კ თაფლი და 2,5 ლიტრი სუფთა წყალი.
4-6 დღე
ამ დღეებში უნდა მიირთვათ მხოლოდ ქათამი. ქათამი ან ვარია უნდა იყოს არა უმეტეს 1,200კგ. მოხარშული და კანგაცლილი. ხორცი გაყავით 6 ნაწილად და ბოლო კვება უნდა იყოს საღამოს 8 საათზე. ამ დღეებში არ შიძლება თაფლის მიღება, მაგრამ 2,500 ლიტრი წყალი აუცილებელია.
7-9 დღე
ბოსტნეულის დღეებია, უნდა მიირთვათ 500 გრამი ნედლი ბოსტნეული და 500 გრამი ორთქლზე, წყალში ან მოშუშული ბოსტნეული. ამ დღეებშიც 6 მიღებაზე უნდა განაწილდეს და ბოლო კვება არაუგვიანეს საღამოს 8 საათისა. არ დაგავიწყდეთ თაფლიანი წყლის მიღება და ბონუსად მწვანე ჩაი ნებისმიერი სახით.
ეს დიეტა იდეალურია წონის სწრაფად და ეფექტურად დასაკლებად.