დიდი ხანია ლეგენდები დადის იმის შესახებ, რომ ჯანმრთელობისა და სილამაზის ჯადოსნური ელექსირი – ეს არის კეფირი დარიჩინით და კოჭათი. ძილის წინ მისი დალევა დილით ძალების აღდგენას, ჯანმრთელობას და სიცოცხლისუნარიანობას იწვევს. ამაზე უკეთესი საშუალება წონის სწრაფად დასაკარგად არ მოიძებნება. მნიშვნელოვანი მოვლენის წინ რამოდენიმე კვირით ადრე დაიწყეთ ამ სასმელის გამოყენება და არ ინერვიულოთ თუ თქვენი საყვარელი კაბა ვიწრო გაქვთ, ამაზე ნამდვილად იზრუნებს ეს საოცარი სასმელი. რაც მთავარია ამას გააკეთებს ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე.
შემადგენლობა
250 მლ კეფირი (1.5% ცხიმი)
1 ჩ/კ თაფლი
1/2 ჩ/კ დარიჩინი
1/2 ჩ/კ კოჭა
კეფირში ჩაყარეთ სანელებლები და გააჩერეთ 15 წუთი.
შემდეგ ბლენდერით ათქვიფეთ და გადაიღეთ მინის ჭიქაში.
გამოიყენეთ ეს სასმელი განტვირთვის დღეებში ან რომელიმე ექსპრესდიეტის დროს ძილის წინ 2 კვირის განმავლობაში. ნახავთ როგორ მომენტალურად დაიკლებთ 5 კილოგრამს. მაქსიმალური ეფექტისთვის დაუმატეთ დაფქვილი წითელი წიწაკა, მადის დასაქვეითებლად ჩაახეხეთ ვაშლი.
კეფირი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. დარიჩინი ამსუბუქებს სხეულს, კოჭა აძლიერებს და ამხნევებს. ყველაფერი ერთად ხელს უწყობს გახდომას, ჯანმრთელობას და გაახალგაზრდავებას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მსუყე ვახშამს ჩაანაცვლებთ ამ სასმელით.
იმისათვის, რომ სწრაფად და ეფექტურად დააჩქაროთ მეტაბოლიზმი, გამოდევნოთ ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები და შლაკები, ავიმაღლოთ იმუნიტეტი და ბოლოს და ბოლოს დავემშვიდობოთ ზედმეტ სანტიმეტრებს, არ დაგავიწყდეთ ეს მნიშვნელოვანი წესები:
ჭამეთ ხშირად, დღეში 5-ჯერ 2-3 საათის ინტერვალებით. დღის პირველ ნახევარში მიიღეთ ნახშირწყლები(ფაფები, ხილი, თაფლი), მეორე ნახევარში-ცილები და ცხიმები (თევზი, ხორცი, რძის პროდუქტები).
დიეტის ძირითადი საკვებია ბოსტნეული, მარცვლეული, კვერცხი, მჭლე ხორცი (ქათამი, ინდაური), თევზი, რძის პროდუქტები, თხილი და საკვები, რომელიც მდიდარია ვიტამინებით და ცხიმოვანი მჟავებით.
კვების რაციონი უნდა იყოს მაქსიმალურად მრავალფეროვანი და შეიცავდეს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების საჭირო რაოდენობას. ნახშირწყლები უნდა შეადგენდეს რაციონის 50 %-ს, მაგალითად, 250 გრ.(ბურღულეული, ბოსტნეული, ხილი), 50 გრ. მარტივი ნახშირწყლები (თაფლი, ჩირი). 25 % უნდა შეადგენდეს ცილები ( მჭლე ხორცი, თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტები ) და დანარჩენი ცხიმები (მცენარეული ზეთები, ცხიმიანი თევზი, კაკალი, ავოკადო).
გააკონტროლეთ ბოლო კვების დრო: დაძინებამდე 3-4 საათით ადრე და არა 6 საათზე.
გაღვიძებისას ჭიქა თბილი წყალი და დღის განმავლობაში 2- 2,5 ლიტრი გაგათავისუფლებთ შეშუპებისგან. დაგეხმარებათ კვების გაკონტროლებაში და ნაადრევი სიბერის თავიდან ასაცილებლად.
ყველაზე მთავარი – გიყვარდეთ საკუთარი თავი, კვებეთ გემრიელად და სასარგებლოდ. ასწავლეთ სხეულს კონტროლირება, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად დაიწყებს თქვენს კონტროლს.