გახდომის ახალი მეთოდი ვისწავლე და ვჩქარობ თქვენც გაგაცნოთ. შავი ქლიავის ენერგეტიკული პასტა დაგეხმარებათ ორგანიზმი გაათავისუფლოთ ზედმეტი წონისგან გემრიელად და იაფად და ამავე დროს გაამდიდროთ სასარგებლო ნივთიერებებით.
შავი ქლიავის სარგებელი
შავი ქლიავი საუკუნეების განმავლობაში ნაცადია, როგორც ნატურალური მსუბუქი საფაღარათო საშუალება. ის ნაზად და ეფექტურად ასუფთავებს ნაწლავებს.
შავი ქლიავით წონაში დაკლებას მხოლოდ ამ ეფექტს ვერ მივაწერთ, ის შეიცავს ისეთ ორგანულ მჟავებს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მეტაბოლიზმზე.
100 გრ ჩირი შეიცავს 732 მგ კალიუმს. ეს ნივთიერება არის ორგანიზმში მეტაბოლიზმის ერთ-ერთი მთავარი რეგულატორი. კალიუმის ნაკლებობა გამოვლინდება კუნთების სისუსტეში, იწვევს არტერიული წნევის არასტაბილურობას, გულისა და თირკმლების გაუარესებას, იმუნიტეტის შემცირებას, თმის და კანის მდგომარეობის გაუარესებას.
შავი ქლიავის ნარევი წონის დაკლებისთვის
მკვებავი ნარევი გვეხმარება ადვილად გავუმკლავდეთ ტკბილზე მოთხოვნილებით გამოწვეულ ცდუნებას.
მას შეუძლია ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტის შევსება, ნაწლავის მუშაობის დაჩქარება, ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესება.
ინგრედიენტები
500 გრ შავი ქლიავის ჩირი
2 ს/კ. თაფლი
30 გ კურკუმა
1 ღერი პიტნა
2 ს/კ. სეზამის ან ყაყაჩოს თესლი
მომზადება და გამოყენება
დაასხით ჩირს თბილი წყალი. გააჩერეთ ერთი საათი. გადაწურეთ და პიტნასთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. თუ გსურთ დაამატეთ რამოდენიმე ნიგოზიც.
დაამატეთ მასას თაფლი და კურკუმა, აურიეთ, სველი ხელით გააკეთეთ კაკლის ზომის ბურთები. ამოავლეთ თესლში და შედგით მაცივარში.
მიირთვით საუზმეზე ორი ცალი ლიმონიან ჩაისთან ერთად. ის დაგანაყრებთ დიდი ხნის განმავლობაში, ასევე აგავსებთ ენერგიით.
მნიშვნელოვანია იცოდეთ! ნარევი უკუნაჩვენებია ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, ნაღვლის ბუშტისა და ნაწლავების, ასევე ქალებისთვის ლაქტაციის დროს.
გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. ნუ დაგავიწყდებათ სტატია მეგობრებსაც გაუზიაროთ.