ხველა და ბრონქიტი გაივლის მყისიერად. საკმარისია ძილის წინ დალიოთ ეს ბუნებრივი საშუალება.თერაპიული ეფექტი მეორე დღესვე შეინიშნება.

by ekaterine

თბილი დღეები უკან დარჩა და შემოდგომა უკვე იშვიათად გვანებივრებს მზის სხივებით. თითქმის ყოველ დღე ვხვდებით ადამიანებს ჩივილებით: აწუხებთ ხველა, ყელის ტკივილი, რინიტი, თავის ტკივილი…

ექიმების დაკვირვებით გაციების სეზონი ოქტომბერ-ნოემბერში იწყება და გრძელდება მარტ- აპრილამდე. ამ სეზონის ამოწურვამდე შეიძლება ადამიანი ორ-სამჯერ გახდეს ავად. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეს ციფრი სერიოზულ მაჩვენებელს აღწევს, ამიტომ ვიძენთ სერიოზულ გამოცდილებას გაციებასთან ბრძოლაში.

ფარმაცევტული აბები და ფხვნილები იწვევს შეჩვევას და ამასთანავე აქვს გვერდითი ჩვენებები. ბუნებრივი პროდუქტები მოქმედებენ მაქსიმალურად მხოლოდ გაციების მიზეზებზე და უკუჩვენებები მინიმუმამდეა დაყვანილი.

ბუნებამ დაგვაჯილდოვა მძლავრი მექანიზმით, რომ დავიცვათ თავი სხვადასხვა დაავადებებისგან, ეს არის იმუნური სისტემა. გაციების დროს რაც უნდა გავაკეთოთ, პირველი ის არის, რომ ხელი არ შევუშალოთ იმუნურ სისტემას გაუმკლავდეს დაავადებას. მაღალი სიცხის დროს არ შეიძლება უცბად დავწიოთ ტემპერატურა, ეს დიდი შეცდომაა. სიცხე არის იმუნური სისტემის რეაქცია, რომელიც კლავს ბაქტერიებს და ვირუსებს, თუ ცოტა ხნით ავიტანთ დისკომფორტს, ამით მუშაობის საშუალებას მივცემთ მას. ტემპერატურა უნდა დაიწიოს თუ 38-ზე და მაღლა აიწევს.

ბევრისთვის ცნობილია, რომ ხველა არის ორგანიზმის თავდაცვითი რეაქცია, ის სასუნთქ ორგანოებს წმენდს ნახველისგან. ამ დროს ნერწყვთან ერთად გამოიყოფა მიკრობებიც. ამიტომ ხველას სჭირდება მკურნალობა, თუ ორი დღის განმავლობაში არ გაივლის. რეკომენდებულია ბევრი სითხის მიღება, დაგეხმარებათ ნახველისგან განთავისუფლებაში, სისხლძარღვები გაფართოვდება და გაუმჯობესდება სისხლისმიმოქცევა. კარგია თუ სითხის სახით მივიღებთ ბუნებრივ სამკურნალო სა შუალებებს. კარგია ცხელი ჩაი ლიმონით და თაფლით. ცხელი ჩაი შეიცავს ტანინებს, რომლებიც გამოდევნის ნახველს ორგანიზმიდან. თაფლის ფერმენტები ებრძვის მავნე ბაქტერიებს, ლიმონი კი როგორც C ვიტამინის წყარო, არაჩვეულებრივი ანტისეპტიკია.

მალინა ან მისი მურაბა შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც ხსნის ანთებას და ხელს უშლის ორგანიზმში პათოგენური მიკროორგანიზმების მოხვედრას. ამიტომ გაციების დროს ექიმები გვირჩევენ ასევე მალინიანი ჩაის დალევას.

ჩვენ გაგიზიარებთ ხალხური მეთოდის საიდუმლოს, რომელიც სახლის პირობებში მზადდება და ეფექტურია გაციების და ასევე ბრონქიტის დროს.

შემადგენლობა
250 მლ  რძე
1ჩ/კ კარაქი (შეიძლება იყოს კაკაოს კარაქი)
1ჩ/კ თაფლი
1 კვერცხის გული
0.25 ჩ/კ სოდა

აადუღეთ რძე, შეაგრილეთ, დაუმატეთ თაფლი და კარაქი და კარგად აურიეთ.

ნარევს შეურიეთ სოდა , კვერცხის გული და სურვილისამებრ 1 ჩ/კ კონიაკი.

მიიღეთ 50 მლ ძილის წინ. ეფექტი შეინიშნება მეორე დღესვე.

Related Articles