ძველ დროშიც კი ადამიანებმა იცოდნენ, რომელი მცენარეები უნდა დაეთესათ გვერდიგვერდ და რომელი მცენარეები ვერ იტანდნენ ერთმანეთს. მეზობელმა მცენარემ შეიძლება მეორის მოსავალი გაზარდოს, ან პირიქით, გაანადგუროთ ის სანამ აღმოცენდება.
მცენარეებს, რომლებიც კარგად ეგუებიან ერთმანეთს “კომპანიონი მცენარეები” ეწოდებათ. მაგალითად, პომიდორი ეწყობა სტაფილოს, კამას, რეჰანს, კარტოფილს კი ვერ იტანს.
რეჰანის მძაფრი არომატი აფრთხობს მავნე მწერებს, კამა, ოხრახუში კი იზიდავს ისეთ მწერებს, რომლებსაც პომიდვრის დაზიანება შეუძლიათ. ამ მცენარეების წყალობით პომიდორს მავნე მწერები არ მიეკარებიან.
პომიდორი და კარტოფილი ერთი ოჯახის ბოსტნეულს ეკუთვნის. მათ ერთნაირი მწერები ანადგურებს და ერთიდაიგივე დაავადებებით ნადგურდება, ამიტომ არ არის მათი ერთად დარგვა მიზანშეწონილი.
ერთი სახეობის ბოსტნეულის მწკრივი სასიამოვნოა შესახედავად, მაგრამ მრავალფეროვნება და შერეული მცენარეების მწკრივები უფრო მოსავლიანია. ბოსტნეული უფრო კარგად იზრდება და ჯანმრთელია, მცენარეები ერთმანეთზე ზრუნავენ და აფრთხობენ მავნე მწერებს.
უცნაური იდეაა, მააგრამ გამართლებული, ბოსტნეულს შორის დარგით სხვადასხვაა სახეობის ყვავილოვანი მცენარე, ისინი გადაარჩენენ ბოსტნეულს მავნებლებისგან.
ზოგიერთ მცენარეს უბრალოდ არ უყვარს სხვა მცენარესთან ერთად სივრცეში ყოფნა. წიწაკა და ლობიო ერთმანეთს ვერ ეწყობა, ბარდას ურჩევნია ხახვის გვერდით ყოფნა, სალათი ვერ იტანს ბროკოლს.
კომპანიონი მცენარეები
კიტრი
საუკეთესო მეზობლები: ბოლოკი, კომბოსტო, ბარდა, სალათის ფურცლები, პომიდორი და სიმინდი, ნიახური, მზესუმზირა.
ვერ ეწყობა: სალბი, კამა, პიტნა, ცერეცო.
პომიდორი
საუკეთესო მეზობლები: ნიორი, რეჰანი, სტაფილო, ხახვი, ოხრახუში, ბარდა, კომბოსტო, სალბი, ისპანახი, სალათის ფოთოლი.
ვერ ეწყობა: კარტოფილი, კამა.
წიწაკა
საუკეთესო მეზობლები: რეჰანი, ხახვი, სტაფილო, ქინძი
ვერ ეწყობა:ცერეცო, ლობიო
ბადრიჯანი
საუკეთესო მეზობლები: ბარდა, ლობიო, სალათის ფოთლები, უცხო სუნელი, რეჰანი.
ვერ ეწყობა: კარტოფილი, პომიდორი.
ბარდა
საუკეთესო მეზობლები: სტაფილო, სიმინდი, კიტრი, ბადრიჯანი, სალათის ფოთოლი, ისპანახი, პომიდორი, კარტოფილი.
ვერ ეწყობა: ხახვი, ნიორი.
ყაბაყი
საუკეთესო მეზობლები: ლობიო, სიმინდი, პიტნა, ბოლოკი
ვერ ეწყობა: კარტოფილი.
კომბოსტო
საუკეთესოა: ლობიო, ჭარხალი, ნიახური, გვირილა, კამა, დაფნა, პიტნა, ხახვი, ოგრეანო, კარტოფილი.
ვერ ეწყობა: მარწყვი, პომიდორი.
კარტოფილი
საუკეთესოა:
ლობიო, კომბოსტო, სიმინდი, სალათის ფოთლები, ხახვი, ქინძი, სელი.
ვერ ეწყობა: პომიდორი, კიტრი, მზესუმზირა, გოგრა.
სიმინდი
საუკეთესოა: ბარდა, ლობიო, სოიო, გოგრა, ნესვი, მზესუმზირა.
ვერ ეწყობა: ჭარხალი, ნიახური.
ხახვი
საუკეთესოდ ეწყობა: კომბოსტო, კარტოფილი, მარწყვი, სტაფილო, ჭარხალი, პომიდორი, სალათის ფოთლები.
ვერ ეწყობა:
ბარდა, ლობიო, სალბი.
სტაფილო
საუკეთესო მეზობლები: ხახვი, პრასი, ნიორი, პომიდორი, ლობიო, ბოლოკი, ბარდა, სალბი.
ვერ ეწყობა: კამა
ბოლოკი
საუკეთესოდ ეწყობა: კიტრი, ლობიო, ბარდა, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, სალათის ფოთლები, გოგრა, პომიდორი, სტაფილო, ხახვი.
ვერ ეწყობა: ოსპი
ჭარხალი
საუკეთესოდ ეწყობა: კომბოსტო, ხახვი, პიტნა.
ვერ ეწყობა: ლობიო.
გოგრა
ეწყობა: სიმინდი, ლობიო, მზესუმზირა, ბარდა, პომიდორი, ბოლოკი, პიტნა.
ვერ ეწყობა: კარტოფილი.
ლობიო
საუკეთესო მეზობლები: სიმინდი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, გოგრა, პომიდორი, მარწყვი, კიტრი.
ვერ ეწყობა: ნიორი, ხახვი.
ნიორი
საუკეთესოდ ეწყობა: პომიდორი, სტაფილო, ბადრიჯანი, კომბოსტო.
ვერ ეწყობა: ლობიო, ბარდა.
საზამთრო და ნესვი
საუკეთესო მეზობლები: სიმინდი, ბარდა, ბოლოკი, მზესუმზირა, ჭარხალი.
ვერ ეწყობა: კიტრი.
ამის შემდეგ შეგიძლიათ განსაძღვროთ სად და როგორ დარგოთ მცენარეები. ზოგიერთი მებოსტნე მიიჩნევს, რომ არომატული მცენარეები პომიდორს სასიამოვნო გემოსაც აძლევენ.
გაზაფხული – ცხელი დროა მიწის დამუშავების, მცენარეთა თესვის და დარგვისთვის. გისურვებთ უხვ მოსავალს!