სრულყოფილი სხეულის ძიებაში ქალები ხშირად ივიწყებენ თავიანთ ჯანმრთელობას და აყენებენ უამრავ ზიანს დიეტითა და არასწორი ფიზიკური დატვირთვით. მაგრამ კარგი შედეგი შეიძლება მიღწეული იყოს უსაფრთხო დიეტის დახმარებით.
შემოგთავაზებთ 14 დღიანი კვების გეგმას, რომელიც დაგეხმარებათ მოიშოროთ დამატებითი წონა და არ დააზარალოთ თქვენი ჯანმრთელობა. თუ დიდი ხანია ოცნებობთ ლამაზ სხეულზე, აუცილებლად უნდა სცადოთ ეს დიეტა საკუთარ თავზე!
დიეტა იდეალური წონისთვის
1 დღე: შეგიძლიათ დღეში 2-3 კვერცხი ჭამოთ და შეუზღუდავი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული.
2 დღე: 1 ლ კეფირი და 500 გ ხაჭო უცხიმო არაჟნით.
3 დღე: ხილი და უმი ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით, 1 ლიტრი კეფირი და 1 ლიტრი ხილის წვენი.
4 დღე: 500 გ ქათმის ფილე ან თევზი, 1 ლ კეფირი.
5 დღე: ხილი და უმი ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით.
6 დღე: 400-500 გრ ხაჭო უცხიმო არაჟნით, 1 ლ. კეფირი.
7 დღე: ხილი და უმი ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით.
8 დღე: 300 გ ქათამი, 1 კვერცხი, ბოსტნეულის სალათი შეუზღუდავი რაოდენობით.
9 დღე: შეუზღუდავი რაოდენობის ხილი, 150 გ ძროხის ხორცი, პომიდვრის და კიტრის სალათი მცენარეული ზეთით შეუზღუდავი რაოდენობით.
10 დღე: 150 გრ თევზი, ჭვავის პურის 2 ნაჭერი, პომიდვრის და კიტრის სალათა მცენარეული ზეთით ნებისმიერი რაოდენობით, 1/2 ლ კეფირი.
11 დღე: 2 კვერცხი, 150 გრ ძროხის ხორცი, ჭვავის პურის 4 ნაჭერი, ბოსტნეულის სალათი, 1/2 ლ კეფირი.
12 დღე: 1 ლიტრი კეფირი, ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით.
13 დღე: 300 გ ქათამი, ბოსტნეულის სალათი შეუზღუდავი რაოდენობით, 2 კვერცხი.
14 დღე: 4 მოხარშული კარტოფილი, ხილი შეუზღუდავი რაოდენობით, 1 ლიტრი კეფირი.
ამ ორი კვირის განმავლობაში ჩართეთ რაციონში მინერალური წყალი და უშაქრო მწვანე ჩაი.
სცადეთ საკუთარ თავზე ამ დიეტის საოცარი ეფექტი და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს. ისინი დადებითად შეაფასებენ მას!