მეგობარმა მირჩია, რომ სასარგებლოა მხოლოდ მწვანე და გაღვივებული. ამას ვერასდროს ვიფიქრებდი.

by ekaterine

წარსულში ჩვენი წინაპრები წიწიბურას ”მარცვლეულთა მეფედ” მოიხსენიებდნენ, თანაც სრულიად დამსახურებულად. ეს პროდუქტი ხომ ვიტამინების, მინერალებისა და ცილების უდიდესი წყაროა. განსაკუთრებით სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე წიწიბურის ღია მწვანე ფერის მარცვლებს აქვს. მარცვლების ეს ფერი განპირობებულია იმით, რომ პროდუქტი არ დამუშავებულა თერმულად და მასში შენარჩუნებულია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტები, რასაც ვერ ვიტყვით ყავისფერი წიწიბურის შესახებ.

მწვანე წიწიბურას უამრავი სასარგელო თვისება აქვს.

1.აძლიერებს მთელს ორგანიზმს;

2.დადებითად მოქმედებს მეტაბოლიზმზე;

3.ხელს უწყობს ცუდი ქოლესტერინის გამოყვანას ორგანიზმიდან;

4.არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს;

5.ამაგრებს სისხლძარღვებს;

6.სასარგებლოა რკინადეფიციტური ანემიის დროს;

7.ხელს უწყობს ტოქსინების გამოყვანას;

8.სასარგებლოა თმისთვის და ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის;

9.ამაღლებს პოტენციას;

10.ხელს უწყობს წნევის დარეგულირებას.

 

მწვანე წიწიბურა შეიცავს მცენარეულ პროტეინს. 13-15% 100 გრამზე, რაც სხვა ბურღულებზე მეტია.

ამინომჟავებს. კერძოდ ლიზინს. ეს არის შეუცვლელი ამინომჟავა, რომელიც თითქმის არ გვხდება მცენარეულ პროდუქტებში.

ვიტამინებს. შეიცავს B-ჯგუფის თითქმის ყველა ვიტამინს, ასევე C, E, PP.

მინერალებს და მიკროელემენტებს. შეიცავს რკინას, თუთიას, კალციუმს, ფოსფორს, სელენს, იოდს, კალიუმს, მაგნიუმს და სხვა. ეს ელემენტები იმდენი რაოდენობითაა წიწიბურაში, რომ ადვილად ითვისება.

ანტიოქსიდანტები. გარდა ანტიოქსიდანტური ვიტამინებისა, ის შეიცავს სხვა ნივთიერებებს, რომელიც ებრძვიან თავისუფალი რადიკალების ნეგატიურ ზემოქმედებას ორგანიზმზე.

ფლავონოიდები. მაგალითად რუტინი. ის გვეხმარება კუჭ-ნაწლავის გაწმენდას არასასურველი ნივთიებებისგან. ასევე ის ხელს უწყობს სისხლძარღვების გაძლიერებას და ებრძვის ანთებით პროცესებს.

თუ თქვენ ცხოვრების ჯანსაღ სტილს მიჰყვებით და აკონტროლებთ საკუთარ კვების რაციონს, აუცილებლად გაამდიდრეთ ის ძალზედ სასარგებლო ”ცოცხალი” წიწიბურით. იმისათვის, რომ ამ პროდუქტს ჰქონდეს წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე, აუცილებელია მისი გაღვივება მიღებამდე.

წიწიბურის მარცვლების გასაღვივებლად თქვენ დაახლოებით 14 დან 48 საათამდე დაგჭირდებათ.
წიწიბურის გაღვივება
თქვენ დაგჭირდებათ:

მინის ან ფაიფურის ჭურჭელი;

წიწიბურის ღია მწვანე მარცვლები;

გაფილტრული ან წყაროს წყალი;

მარლა.

პროცედურის მსვლელობა:
პირველ რიგში, კარგად გარეცხეთ წიწიბურა რამდენჯერმე. გარეცხილი მარცვლები ჩაყარეთ საშუალო ზომის ქვაბში და დაასხით იმ რაოდენობით წყალი, რომ ისინი მთლიანად დაიფაროს. ამოწმინდეთ ქვაბი იმ ნაგვისგან, რომელიც წყალში ტივტივს დაიწყებს.
გადაწურეთ წყალი. გადაიტანეთ მარცვლები ახალ ჭურჭელში, რომელსაც მის გასაღვივებლად გამოიყენებთ. გახსოვდეთ, წიწიბურის ფენის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 2 სანტიმეტრს. ახლა დაასხით მარცვლებს იმ რაოდენობით გაფილტრული წყალი, რომ ისინი მთლიანად დაიფაროს. დააყოვნეთ ნარევი 2 ან 3 საათის განმავლობაში.

 


ამ დროის გასვლის შემდეგ კვლავ უნდა გადაღვაროთ წყალი და კიდევ ერთხელ კარგად გარეცხოთ მარცვლები. გამოიყენეთ სპეციალური ბადე ან გარეცხეთ მარცვლები იმავე ჭურჭელში, რომელშიც მათ გაღვივებას უპირებთ.


წიწიბურის გარეცხილ მარცვლებს დააფარეთ ტენიანი მარლა, ხოლო ჭურჭელს, რომელსაც გასაღვივებლად იყენებთ, დაახურეთ თავსაფარი ისე, რომ მასში ჰაერმა იმოძრაოს. დატოვეთ ჭურჭელი ამ მდგომარეობაში ბნელ ადგილას.
ახლა თქვენ უნდა მოითმინოთ დაახლოებით 2 დღე-ღამის განმავლობაში. ამ დროში თქვენი მარცვლები ბოლომდე მოასწრებს გაღვივებას.
გაღვივებული მწვანე წიწიბურის სასარგებლო თვისებები:

ეს პროდუქტი ანტიოქსიდანტების ძალიან დიდი წყაროა. წიწიბურის მწვანე გაღვივებული მარცვლები გვიძლიერებს იმუნიტეტს და ანელებს დაბერების პროცესს. კვლევებით დამტკიცდა, რომ ბრინჯთან შედარებით, რომელიც ძალზედ სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, წიწიბურის მარცვლებში 76-ჯერ მეტი ანტიოქსიდანტია.

 


გაღვივებული წიწიბურა ძალზედ სასარგებლოა ჭარბწონიანობისა და გაცხიმოვნების დროს. ეს პროდუქტი არეგულირებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს და შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებსა და ნახშირწყლებს.
წიწიბურის გაღვივებული მარცვლები ორგანული მჟავებით მდიდარი პროდუქტია (ვაშლის მჟავა, მალეინის მჟავა, ლინოლენის მჟავა, ლიმონმჟავა და ა.შ.). ამ შემცველობის წყალობით წიწიბურის გაღვივებული მარცვლები აღადგენს ორგანიზმში მჟავა-ტუტოვან ბალანს და აუმჯობესებს მსხვილი ნაწლავის ფუნქციონირებას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
წიწიბურის მწვანე გაღვივებული მარცვლები მდიდარია ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟვებით. სწორედ ამიტომ, ეს პროდუქტი თავიდან გვარიდებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს.
E და B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ნერვული სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის, ჰემოგლობინის სინთეზისთვის და ნივთიერებათა ცვლის პროცესებისთვის, ჭარბადაა წიწიბურის გაღვივებულ მარცვლებში.

დაიმახსოვრეთ, რომ გაღვივებული წიწიბურის შენახვა არ არის რეკომენდირებული 2 დღეზე დიდხანს. შეგიძლიათ მიიღოთ ეს სასარგებლო მარცვლები რძის პროდუქტებთან, სალათებთან და სხვადასხვა კერძებთან ერთად.

იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ღირებული ინფორმაცია.

Related Articles