ხელები, ისევე როგორც თვალები მარტივად გასცემს ჩვენს ასაკს. ამიტომ ამბობენ, რომ ხელები ქალის სავიზიტო ბარათია. არსებობს ბუნებრივი გზა, რომელიც ძვირადღირებულ საშუალებებს არაფრით არ ჩამოუვარდება. გაგიმხელთ რეცეპტს, რომელიც საკმარისია კვირაში ერთხელ 10 წუთით გამოიყენოთ, ის ღრმად ასუფთავებს, აახალგაზრდავებს, ატენიანებს, ათეთრებს ხელის კანს.
საოფაცხოვრებო საქმიანობა ხელებს იმაზე ადრე აბერებს, ვიდრე ასაკი. 30-40 წლის ასაკში კი ჩნდება პიგმენტური ლაქები.
ჩვენს მიერ შემოთავაზებულ პროცედურას თუ რეგულარულად გამოიყენებთ 60 წლის ასაკშიც კი შეძლებთ დაუბრუნოთ ხელებს ახალგაზრდული იერი.
თქვენ დაგჭირდებათ:
2 ს/კ. მარილი (უკეთესი ზღვის)
2 ს/კ. საცხობი სოდა
3 ს/კ. სახის ან ტანის გელი
თუ იყენებთ ზღვის მარილს, მანამდე უნდა დაფქვათ ყავის საფქვავით. შეურიეთ სოდა და დაამატეთ გელი. აურიეთ არაჟანის კონსისტენციის მიღებამდე მინიმუმ ერთი წუთი მაინც.
როდესაც მზად იქნება შეიზილეთ მთელს ხელის მტევნებზე 10 წუთის განმავლობაში. მასაჟის მოძრაობით გაუჩერებლად დაიზილეთ ხელს კანი მთლიანად. შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.
მესამე პროცედურის შემდეგ შეამჩნევთ მკვეთრ ცვლილებებს. კანი გახდება გლუვი, გაღიავდება, პიგმენტური ლაქები გაქრება.
ეს საშუალება სიფრთხილით გამოიყენეთ, რომ არ დაიკაწროთ კანი, მასაჟი გააკეთეთ მსუბუქი მოძრაობით.
ვისაც მშრალი კანი აქვს, დაუმატეთ 1 ჩ/კ. ზეითუნის ზეთი და ისე შეიზილეთ.
დაბანის შემდეგ წაისვით დამატენიანებელი ხელის კრემი. გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი შთაბეჭდილებები, გაგვიმხილეთ თქვენ რომელ საშუალებებს ანიჭებთ უპირატესობას.