შედეგს ვინარჩუნებ უკვე ექვსი წელია. ყველასთვის მარტივად მოსარგები დიეტა – 10 თვეში გარანტირებული მინუს 40 კილოგრამი!

და­ნი­ელ­მა დი­ე­ტო­ლოგ­მა სუზი ვენ­გელ­მა შექ­მნა დი­ე­ტა, რო­მე­ლიც, მისი აზ­რით, ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვად და­სა­ცა­ვია, შე­დე­გი კი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად გექ­ნე­ბათ.

კვე­ბის რე­ჟი­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თქვე­ნი საკ­ვე­ბის თითო პორ­ცია უნდა შე­ი­ცავ­დეს თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბით ცი­ლა­სა და ნახ­შირ­წყალს, საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით ბოსტნე­ულს და 1 კოვზ ცხიმს.

39 წლის ვენ­გელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ დი­ე­ტით 10 თვე­ში 40 კგ და­იკ­ლო.

 

დიეტის წესები:

მიირთვით მცირე პორციებით. 3 ძირითადი კვება და 2-3 წახემსება დღის განმავლობაში.

უარი თქვით ალკოჰოლზე და სწრაფ კვებაზე. ეს ყველაფერი ცუდად მოქმედებს კუჭისა და ღვიძლის მუშაობაზე. უბრალოდ ამოიღეთ ისინი საკვებიდან სამუდამოდ.

ეცადეთ მინიმუმ ერთი თვის მანძილზე უარი თქვათ ფქვილოვან ნაწარმზე. ისინი ვნებს ფიგურას.

დაივიწყეთ მაკარონი. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სახის მაკარონი ასუქებს.

მიირთვით მეტი ნედლი ხილი და ბოსტნეული. დუღილი ანადგურებს სასარგებლო თვისებებს, ამიტომ მიირთვით ახალი.

საკვები მოამზადეთ სახლში. სახლში მომზადებული საკვები ბევრად უფრო სასარგებლო და ხარისხიანია, ვიდრე სასადილოებში.

კარაქის ნაცვლად ისარგებლეთ მცენარეული ცხიმით.

მიირთვით ნატურალური წვენები. უარი თქვით ყველანაირ გაზიან სასმელზე.

მოიხმარეთ მინიმალური რაოდენობის მარილი. უპირატესობა მიანიჭეთ მწვანილს და ბუნებრივ სანელებლებს.

გასაკვირი არ არის, რომ სკანდინავიური დიეტა გამოირჩევა მაქსიმალურად მარტივად გამოყენებისათვის განკუთვნილი პროდუქციის ფართო არჩევანით. უმარტივესი დიეტა გვთავაზობთ ჯანსაღი საკვები პროდუქტების უზარმაზარ ჩამონათვალს, რომელიც არა მარტო წონის დაკარგვას შეუწყობს ხელს, ეს დიეტა გახდის ადამიანს ჯანმრთელობას და უფრო მხიარულს, ვიდრე ადრე.

 

დასაშვები პროდუქტები დიეტის დროს:

თევზი

სკანდინავიის ქვეყნებს შეუძლიათ თევზის სიჭარბით დაიკვეხონ, ამიტომ უგუნური იქნებოდა ასეთ პროდუქტზე უარის თქმა, თუ მის სარგებლობასაც გავითვალისწინებთ. რეკომენდაციას გვაძლევენ მივირთვათ თევზის კერძები 3-4 -ჯერ კვირაში.

ხორცი

სკანდინავიელები უპირატესობას ირმის და თხის ხორცს ანიჭებენ. ჩვენ გვაქვს შესაბამისი ანალოგები საქონლის და ქათმის ხორცის სახით.

 

კენკრა

მასში შემავალი ვიტამინები საკმარისია ორგანიზმისთვის მთელი წლის განმავლობაში. ზამთარში კონსერვების ნაცვლად გამოიყენეთ კენკრა გაყინული სახით. ასე უფრო ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.

 

ბოსტნეული

ყველაზე სასარგებლოა ბოსტნეული, გოგრა, ყველა სახის კომბოსტო, სალათები.

 

მარცვლეული

სასურველია ბოჭკოების მაღალი შემცველობით: ქერი, ბრინჯი, ჭვავი. ასევე რეკომენდებულია: შვრია, მთელი მარცვლეულის პური.

 

სოკო

სკანდინავიის ქვეყნებს შეუძლიათ სოკოების კეთილშობილური მოსავლის მოყვანა. ეს პროდუქტი არ არის მხოლოდ გემრიელი და დამაკმაყოფილებელი, არამედ დაბალი კალორიის შემცველია.

 

თხილი

ცხიმის და ფოლიუმის მჟავის წყარო. წახემსების შეუცვლელი იარაღი.

 

მცენარეული ზეთი

შეგიძლიათ ზეითუნის და სელის ზეთებით ისარგებლოთ.

 

რძე

დაახლოებით 30% დიეტაშ უნდა იყოს რძის პროდუქტები მინიმალური ცხიმიანი შემცველობით: რძე, იოგურტი, მყარი ყველი.

 

სკანდინავიური დიეტის მთავარი წესი – თითოეული ძირითადი კვება უნდა შეიცავდეს 4 პროდუქტს: ცილის ნაწილი, ნახშირწყლების ნაწილი და 2 პორცია ბოსტნეულსა და ხილს. არაფერი უნდა აიწონოს და დაითვალოს, ამიტომ დიეტა ყველასთვის მარტივად მოსარგებია.

 

სკანდინავიური დიეტის ნიმუში:

საუზმე:

 

ბოსტნე­უ­ლი (2 პორ­ცია) – რამ­დე­ნი­მე პო­მი­დო­რი ჩერი და ბარ­და

ცი­ლე­ბი (1 პორ­ცია) – 2 ცალი კვერ­ცხი

ნახ­შირ­წყლე­ბი (1 პორ­ცია) – 1 ნა­ჭე­რი პური

ცხი­მი (1 სუფ­რის კოვ­ზი) – ნა­ღე­ბის კა­რა­ქი, წას­მუ­ლი პურ­ზე

1 ჭიქა ყავა რძით

 

სადილი:

 

ბოსტნე­უ­ლი (2 პორ­ცია) – სტა­ფი­ლო, კიტ­რი, წი­წა­კა, პო­მი­დო­რი, სოკო

ცილა (1 პორ­ცია) პაშ­ტე­ტი, ბე­კო­ნის ნა­ჭე­რი, კვერ­ცხი

ნახ­შირ­წყლე­ბი (1 პორ­ცია) – პური

ცხი­მი – ყვე­ლი

 

ვახშამი:

 

ბოსტნე­უ­ლი (2 პორ­ცია) – სტა­ფი­ლო, სა­ტა­ცუ­რი, ძირ­თეთ­რა (პას­ტერ­ნა­კი)

ცილა (1 პორ­ცია) – კოტ­ლე­ტი

ნახ­შირ­წყა­ლი (1 პორ­ცია) – ბო­კა­ლი ღვი­ნო

ცხი­მი (1 სუფ­რის კოვ­ზი) – ბე­არ­ნუ­ლი სო­უ­სი.

 

 

 

Loading...