POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
საკითხავისილამაზეჯანმრთელობა

გააკეთეთ ეს ვარჯიშები, გაიუმჯობესეთ სისხლის მიმოქცევა და განიკურნეთ ოსტეოქონდროზისგან.

by ekaterine დეკემბერი 19, 2018
დეკემბერი 19, 2018

ოფისში მუშაობა, სატელევიზიო გადაცემების ზედმეტი ყურება, მუდმივად  სოციალური ქსელების თვალიერება  პლანშეტების მეშვეობით, ნაკლები ფიზიკური აქტივობა და არაჯანსაღი კვება ყველაფერი სხვადასხვა დაავადებების მიზეზია, მაგრამ ყველაზე ხშირი და უსიამოვნოა ოსტეოქონდროზი. კერძოდ, კისრის ოსტეოქონდროზი. აქედან გამომდინარე, ჩნდება თავბრუსხვევა, გულისრევა, კისრის ტკივილი, რომელსაც მოაქვს დაღლილობა.

კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი სხვადასხვა სიმპტომებით ვლინდება, რაც ხერხემლის ანატომიური თავისებურებებით არის გამოწვეული. კისრის ოსტეოქონდროზის გართულებაა მხრის, იდაყვის, ლავიწის სახსრების ართროზი, რომელსაც თან სდევს მოძრაობის შეზღუდვა და ხელისა და მხრის ტკივილი მოძრაობისას. ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის დროს, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, აღინიშნება რბილი ქსოვილების გამკვრივება.

ოსტეოქონდროზის მკურნალობისთვის თერაპიული ტანვარჯიშები ყველაზე ეფექტური მეთოდია. იგი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას კისრის მიდამოში და ხერხემლის სწორი პოზიციის აღდგენას.

ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურად ითვლება დოქტორი ბატრიმოვის სავარჯიშოების კომპლექტი, რომელიც მან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეიმუშავა.

ვლადიმერ  ბატრიმოვი – რეფლექსოლოგ-თერაპევტი, ფსიქოთერაპევტისა და ინსტრუქტორ- თერაპევტი  ტანვარჯიშში. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სწავლობდა და შეარჩია ყველაზე ეფექტური მეთოდები და წვრთნები კისრის ოსტეოქონდროზის მკურნალობისთვის და ზურგის კუნთების სისტემის გაძლიერებისათვის. მისი ტექნიკა ფართოდ გავრცელდა და ბევრი ადამიანი განიკურნა.

ვარჯიში საკმაოდ მარტივი შესასრულებელია, მაგრამ თქვენ უნდა დაიცვათ მნიშვნელოვანი წესი.

დოქტორი ბატრიმოვი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სავარჯიშოების შესრულებისას სრული რელაქსაციის  მიღწევა. თქვენ უნდა იყოთ მოდუნებული და ყველაფერი ძალიან ნელა გააკეთოთ.

ოსტეოქონდროზის მკურნალობის ზოგადი პრინციპია მოძრაობის ადეკვატური რეჟიმის დაცვა და სამკურნალო ვარჯიშების შესრულება. ამასთანავე, კისრის ოსტეოქონდროზის დროს უნდა შესრულდეს ისეთი ვარჯიშები, რომლებიც სრული უმოძრაობის პირობებში მნიშვნელოვან კუნთოვან დაძაბულობას იწვევს.

არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ მოულოდნელი მოძრაობები და  სწრაფი გადასვლა წვრთნებს შორის. ეს ეხება ნებისმიერ წვრთნას, რომელიც მიზნად ისახავს ხერხემლის მკურნალობას.

მნიშვნელოვანია ასევე სამკურნალო კვება, რომელიც მიმართულია სიმსუქნის წინააღმდეგ (საკვების ენერგეტიკული ღირებულება უნდა შემცირდეს ცხიმების, ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების შემცირების ხარჯზე; სასარგებლოა განტვირთვის დიეტები).

ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის დროს შესასრულებელი ვარჯიშები:

მათი შესრულებისას მზერა პირდაპირ უნდა გქონდეთ მიპყრობილი.

შუბლი ძლიერად მიაჭირეთ ხელისგულს, ხელისგულით კი წინააღმდეგობა გაუწიეთ.

ხელისგული მთელი ძალით დაიჭირეთ კეფაზე, კეფით კი წინააღმდეგობა გაუწიეთ.

არც თავი და არც ხელისგული ზეწოლის დროს არ უნდა მოძრაობდეს.

მარჯვენა საფეთქელი ძლიერად დააჭირეთ მარჯვენა ხელისგულს.

იგივე გააკეთეთ მარცხენა საფეთქლითა და მარცხენა ხელით. ზეწოლისას საფეთქელიც და ხელისგულიც უძრავი უნდა დარჩეს.

ნიკაპი ხელისგულს დააჭირეთ და ძლიერად დააწექით, ხელისგულით კი წინააღმდეგობა გაუწიეთ. ყოველი მოძრაობა გაიმეორეთ 3-5-ჯერ 7-10 წამის განმავლობაში. სცადეთ, ნიკაპი კისერთან მიიტანოთ, ხოლო თხემი მაღლა ასწიოთ. ნიკაპი ასწიეთ და თავი ბოლომდე მიაბრუნეთ ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ (გაიმეორეთ 5-ჯერ).

თავი დახარეთ და მიაბრუნეთ ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ (5-ჯერ). თავი ოდნავ უკან გადასწიეთ. შეეცადეთ, მარჯვენა ყურით შეეხოთ მარჯვენა მხარს. იგივე მოძრაობა გაიმეორეთ მარცხენა მხარეს (5-ჯერ).

კისრის ოსტეოქონდროზს მხოლოდ კისრის კუნთების რეგულარული ვარჯიშით თუ მოვირჩენთ. ეცადეთ, ვარჯიშები შეასრულოთ დღეში 2-ჯერ, თავდაპირველად – 10-10 წუთის განმავლობაში, მერე და მერე კი ვარჯიშის დრო ყოველთვიურად თითო წუთით გაახანგრძლივოთ.

 

0 FacebookEmail
previous post
რატომ უნდა დაიწყოთ დილა ამ სასმელით და გაიგეთ რატომ ჰქვია მას სასმელების დედოფალი.
next post
სწორედ ამიტომ, ეს სამკურნალო მწვანილი ტრადიციულ მედიცინაში ყოველთვის პატივსაცემი იყო და მრავალი დაავადების სამკურნალოდ იყო გამოყენებული.

Related Articles

აირჩიეთ ერთ-ერთი ფიფქია და გაიგეთ რა სიურპრიზებია მოსალოდნელი...

დეკემბერი 31, 2022

აირჩიეთ საშობაო ბარათი და გაიგეთ რა გელით 2023...

დეკემბერი 23, 2022

რას მოგვიტანს 2023 – წყლის ლურ­ჯი კურდღლის წელი...

დეკემბერი 5, 2022

გაჩვენებთ, თუ როგორ გავახანგრძლივოთ სანთლის წვა. 👇

ნოემბერი 1, 2022

არ ველოდი, რომ დროთა განმავლობაში ჩარჩოები ასე გაყვითლდებოდა....

ოქტომბერი 30, 2022

ამ პრობლემას ვერაფრით ვუმკლავდებოდი, დედამთილმა ეს 2 წუთში...

ოქტომბერი 30, 2022

კვერცხი მაცივრის გარეშე ზაფხულშიც კი ინახება. ბელგიელმა მეგობარმა...

ოქტომბერი 28, 2022

დაღესტანში ახლობლები მოვინახულე და გავიგე რატომ ინახება მათი...

ოქტომბერი 25, 2022

გამოიყენეთ ეს პატარა ხრიკი და თქვენი კერძი მუდამ...

ოქტომბერი 21, 2022

დაიწყეთ თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესება დღესვე! ოქტომბრიდან მარტამდე დღეში...

ოქტომბერი 21, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ოცი წელია ამ რეცეპტით ვაცხობ. ცხვება სწრაფად, მისი არომატი კი დიდხანს რჩება ჩემს სამზარეულოში!

  • 2

    სვით ეს სასმელი დღეში ორჯერ მთელი კვირის განმავლობაში ქოლესტერინის, თირკმლების დეტოქსიკაციისთვის და სახსრების სამკურნალოდ და ასევე მოიშორეთ დაკიდებული მუცელი!

  • 3

    ვურჩევ ყველას: მიირთვით ეს სალათი კვირაში ორჯერ მაგარი ძვლებისთვის და კარგი მხედველობისთვის!

  • 4

    აი ასე გამოიყურება ნამდვილი შედედებული რძე. გაგიკვირდებათ და მხოლოდ 10 წუთი დამჭირდა…

  • 5

    ის ყოველდღე სახეს კარტოფილის ნაჭრებით იწმენდს, გამიკვირდა მიზეზი რომ გავიგე.

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC | horoskopi

  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა