როგორ დავაღწიოთ უსიამოვნო ნადებს სარეცხი მანქანის რეზინზე
რაც არ უნდა ძვირად ღირებული სარეცხის მანქანა შეიძინოთ, მისი უსაფრთხოება ბოლომდე გარანტირებული ვერ იქნება, თუ პერიოდულად არ გაწმენდთ.
თუ შენიშნეთ, რომ სარეცხის მანქანის დოლურის რეზინას შავი ლაქები გაუჩნდა, იცოდეთ რომ ეს არის შავი სოკო, რომელიც სხვადასხვა დაავადებას იწვევს როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში.
შავი სოკო ძირითადად ჩნდება იქ, სადაც მისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებია: მაღალი ტენიანობა და სითბო. აბაზანაში კი ერთ-ერთი იდეალური ადგილია მათი წარმოშობისთვის.
აპარატში წყლის დარჩენილი ნაწილი და დაბალ ტემპერატურაზე (30-40 გრადუსი) ხშირი რეცხვა სოკოების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ამასთან, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მასთან გამკლავების ძალიან მარტივ და საბიუჯეტო გზებზე. დაგჭირდებათ ლიმონმჟავა და ქლორის შემცველი სარეცხი საშუალება.
როგორ დავაღწიოთ თავი პრობლემას
წარმოსადგენად ძალიან ძნელია სარეცხის მანქანაში გარეცხილი თქვენი შვილის ტანსაცმელზე როგორ გადადის უხილავად ნადები და სოკოს გამომწვევი მრავალი ბაქტერია. სწორედ ამ მიზნით გთავაზობთ ნადებისა და ზოგადად მიკრობებისგან გაწმენდვის ერთ მეტად მარტივ ხერხს.
სოკოების განვითარების ერთ-ერთ მიზეზია სარეცხი მანქანის არასწორად მოვლა.
ჯერ უნდა გაწმინდოთ მანქანის დოლურა შიგნით. შეგიძლიათ გამოიყენოთ სველი სალფეტკი ან ქსოვილი წყლით.
მეორე ეტაპზე კი ქლორიანი სითხე დოლურის რეზინის მთელს ზედაპირზე დაასხით, რომელიც თვითონ გადანაწილდება მის შიგნით.
დახურეთ მანქანა და დაელოდეთ 2-3 საათს.
2 საათის შემდეგ ჩართეთ მანქანა გავლების რეჟიმზე.
გავლების დასრულების შემდეგ ფხვნილის უჯრაში ჩაყარეთ 25 გრ ლიმონმჟავა და ჩართეთ ყველაზე მაღალი ტემპერატურის რეცხვის რეჟიმი.
ამ პროცედურის შემდეგ თქვენი მანქანა იბრწყინებს. გაიმეორეთ იგივე 2-3 თვეში ერთხელ და საფუძვლიანად განადგურდება სოკო და მისი სპორები თქვენს მანქანაში. არ დაგავიწყდეთ, რომ პრევენციული მოვლა მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს თქვენი მანქანის მდგომარეობას, პირველ რიგში კი თქვენს ჯანმრთელობას.
ასე რომ როგორც კი სარეცხ მანქანაში შავი ლაქები შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ იმოქმედეთ. Წარმატებები!