ადამიანის პირად ნივთებში იმალება არა მარტო მისი შიშები და თვისებები, არამედ სიბრძნე, თაობების გამოცდილება. შეიძლება ამის გამო ვეპყრობით ადამიანებს განსხვავებული პატივისცემით. არ შეიძლება პირადი ნივთების გასხვისება, ეს უსიამოვნებას მოგიტანთ თქვენც და მასაც. არსებობს ზოგიერთი ნივთი, რომლის მიცემა ან გამორთმევა სხვა ადამიანისთვის არ შეიძლება.
მარილი ყოველთვის ითვლებოდა ერთ-ერთ მაგიურ პროდუქტად. მისი გასესხება არ შეიძლება, ან თუ გაასესხებ აღარ უნდა დაიბრუნო. ეს პროდუქტი ინახავს ძლიერ ენერგეტიკას და მოქმედებს ადამიანის ბედზე. მისი გასესხებით ადამიანი რისკავს, კარგავს წარმატების შანსს, ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს, ურთიერთობა უფუჭდება ყველაზე ახლობელ ადამიანებთან.
ფინჯნები, თეფშები, კოვზები და სხვა სამზარეულოს ჭურჭელი ინახავს იმ ოჯახის ენერგეტიკას, ვინც მას ფლობს. სადაც ცუდი ატმოსფეროა, ასეთი ჭურჭელი ახალ მფლობელს კარგს არაფერს მოუტანს. განსაკუთრების სახიფათოა გაბზარული ჭურჭელი, მისი გამოყენება და მითუმეტეს შენახვა არ შეიძლება.
ხშირად ოჯახის წევრები იცვამენ ერთმანეთის ტანსაცმელს და ამაში არაფერს ცუდს არ ხედავენ. ტანსაცმელიც ინახავს მისი პატრონის უარყოფით ენერგიას. ამავე მიზეზით არ შეიძლება სხვისი ფეხსაცმლის ხმარება.
ძვირფასეულობა და ბიჟუტერია მფლობელის უარყოფითი აურის მატარებელია და ახალი მფლობელისთვის ზიანის მომტანია. განსაკუთრებით ეს ეხება ვერცხლს და პლატინას, მთის ბროლს, ალმასს, მთვარის ქვას, რომლებიც თილისმად ითვლება.
გასაკვირია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც თხოულობენ ისეთ საყოფაცხოვრებო ნივთსაც, როგორიცაა ცოცხი. ეს ნივთი იხმარება ყოველდღიურობაში და მისი სახლის მიტოვება არ შეიძლება. ეს თქვენს ფინანსებზე უარყოფითად იმოქმედებს. შეგიძლიათ გააჩუქოთ, იმ შემთხვევაში თუ აღარ გჭირდებათ.
ამბობენ, რომ სარკე ინახავს იმ შეცდომებს, რომლებსაც ყოველდღე ვუშვებთ. სარკე უნდა დაიკიდოს შემოსასვლელი კარის მოპირდაპირე კედელზე, რადგან უარყოფითი ენერგია გარეთ გავიდეს. საღამოს სარკეში ჩახედვა, სარკის წინ ჭამა, უცენზურო სიტყვებით საუბარი, ფოტოს გადაღება არ შეიძლება. წინათ სჯეროდათ, რომ თუ ახალშობილს სარკეში არ ჩაახედებდნენ, ამით მის ბიოველს დაიცავდნენ, რომელიც ჯერ ჩამოუყალიბებელი იყო. უსიამოვნება მოაქვს გაბზარული სარკის ხმარებას. პირადი ნივთების ხშირად სხვისთვის თხოვებით ვუზიარებთ სხვებს ჩვენს ენერგეტიკას. როგორ იმოქმედებს ამას დრო გვიჩვენებს. ღირს თუ არა გარისკვა ჩვენი კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისთვის?
შეიძლება ეს ყველაფერი ცრურწმენაა, მაგრამ ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ და ვფიქრობ ჩვენგან განსხვავებით ნაკლები პრობლემები ჰქონდათ.