ყველას ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ სხეულის ფორმები, ამიტომ ვატარებთ ბევრ დროს და ენერგიას ტრენაჟორებზე. წონის დაკარგვა, გამკვრივებული კუნთები – ეს არის ის, რასაც ყველაზე მეტ ყურადღებას ვაქცევთ. რას ფიქრობთ რა არ არის ამ სიაში? რა თქმა უნდა, ვარჯიში სახის კუნთების.
სახე სხეულის ნაწილია, რომელსაც უნდა ვარჯიში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ოცნებობთ ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებაზე მრავალი წლის განმავლობაში. გასწავლით სახის მარტივ ვარჯიშებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ნაოჭების თავიდან აცილებას და ახალგაზრდობის შენარჩუნებას.
როგორც ყველა ვარჯიშის დროს, საჭიროა კუნთების გახურება. ამისათვის გავაკეთოთ პირველი ვარჯიში. დაჯექით სწორად, ჩამოუშვით მხრები და მოადუნეთ სახე. მჭიდროდ შეაერთეთ ტუჩები, ენა ამოძრავეთ წრიულად, გააკეთეთ 1 0-ჯერ, ჯერ მარცხნიდან მარჯვნივ ატრიალეთ, შემდეგ პირიქით. ამის შემდეგ მოადუნეთ კუნთები და ისუნთქეთ პირით ღრმად.
მეორე ვარჯიში შუბლისთვის. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც წარბების ხშირი აწევისგან აქვს შუბლზე გაჩენილი ნაოჭები. დაიდეთ შუბლზე ოთხი თითი, დააჭირეთ კანზე და აწიეთ წარბები. თითები ძლიერად უნდა დააჭიროთ, რომ წინააღმდეგობა არ გაუწიოს წარბებს. გაიმეორეთ 10-ჯერ.
ახლა გავაკეთოთ თვალის გარშემო ნაოჭების ვარჯიში.საჩვენებელი თითები დაიდეთ წარბებზე, დააჭირეთ მჭიდროდ და დაიწყეთ გადაადგილება თქვენი თითების და წარბების ერთად. გააკეთეთ 10-ჯერ.
საჩვენებელი თითებით აწიეთ თვალის გარე კუთხეები და ეცადეთ სახის კუნთები შიგნით მოჭიმოთ. ესეც გააკეთეთ 10-ჯერ.
თვალის ქვეშ დაიდეთ ოთხი თითი, დააჭირეთ და ეცადეთ გაიღიმოთ. ეცადეთ იგრძნოს ყველა ნაოჭმა. გააკეთეთ 10-ჯერ.
დაწიეთ ქვედა ტუჩი და გაწიეთ განზე. ისე გააკეთეთ, რომ იგრძნოს ყბის და ყელის კუნთებმაც. გააკეთეთ 10-ჯერ.
პირი მოკუმეთ და მჭიდროდ შეაერთეთ ტუჩები. ახლა ეცადეთ გაიღიმოთ. გააკეთეთ 10-ჯერ.
აწიეთ თვალის გარე კუთხეები, გაიღიმეთ ისე, რომ ტუჩების კეთხეები ასწიოთ ზევით, კბილები არ გამოაჩინოთ. ეს ვარჯიშიც გააკეთეთ 10-ჯერ.
ბოლოს ისევ გააკეთეთ პირველი ვარჯიში და მოადუნეთ კუნთები. ამის შემდეგ შეგიძლიათ იზრუნოთ სილამაზეზე, ისევე როგორც ზრუნავთ წონაზე.