გაიგეთ, რომელ დიეტას ანიჭებს უპირატესობას ეს მოდელი.

by ekaterine

 

 

ახალ წლამდე არც თუ ისე დიდი დრო დარჩა, დროა სერიოზულად დაიწყოთ მზადება. ეს დღესასწაული გვაძლევს დიდ მოტივაციას და სასწაულის დაჯერებას. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩება  და ყველაფერი ლამაზი და ჯადოსნური წინ გველოდება. ეს დღესასწაული შესანიშნავია ასევე რათა იზრუნოთ ზედმეტ წონაზე და მოიხდინოთ თქვენი საყვარელი კაბა.

გარდა ამისა, საახალწლო დღესასწაულების დროს, ჩვენ ხშირად ვჭამთ დიდი რაოდენობით მაღალკალორიულ საკვებს, ამიტომ უნდა გაწმინდოთ კუჭი და ნაწლავების ტოქსინებისგან, რომ საბოლოო ჯამში არ გადატვირთოთ.

შემოგთავაზებთ კლაუდია შიფერის ცნობილ დიეტას, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად ჩადგეთ ფორმაში და იზრუნოთ ჯანმრთელობაზე. მუცელი გაქრება, ნაწლავები გაიწმინდება და კანზეც ჯადოსნურად იმოქმედებს.

საუზმე
საუზმისთვის საჭიროა მიუსლის ჭამა, მხოლოდ უმჯობესია არ შეიძინოთ მზა და მოამზადოთ თვითონ. ასე რომ, შეურიეთ 1 ჭიქა დაჭრილი ხილი და კენკრა (გარდა ბანანის, ყურძნისა და ვაზისა), ნებისმიერი თხილეული და 100 გრამი ბუნებრივი იოგურტის. არსვითარი ჩაი, ყავა ან სხვა სასმელი, საუზმემდე 30 წუთით ადრე დალიეთ 1 ჭიქა სუფთა წყალი.

 

ლანჩი
ლანჩზე შეგიძლიათ მოამზადოთ კოქტეილი. ამისათვის აურიეთ 100 მლ ნატურალური წვენი და 100 მლ იოგურტი. თუ ვერ გიხერხდებათ  წვენის მომზადება, შეგიძლიათ გამოიყენოთ ხილის პიურე, მაგალითად მოამზადეთ გაყინული კენკრისგან.

 

სადილი

მოამზადეთ ბოსტნეულის რაგუ. ცოტა წყალში ჩაყარეთ დაჭრილი ყვავილოვანი კომბოსტო ან ბროკოლი, 1 ტკბილი წიწაკა, 1 სტაფილო, 1 ს/კ მწვანე ბარდა, ნახევარი თავი ხახვი, 1 კონა ნიახური და ოხრახუში, დაამატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი.

 

წახემსება

სადილსა და ვახშამს შორის შიმშილის გრძნობას დაეხმარება სენდვიჩი: შავი პურის 1 ნაჭერზე დადეთ 100 გრამი მოხარშული ქათმის თეთრი ხორცის ნაჭერი და გემოსთვის შეგიძლიათ დაამატოთ ოხრახუში ან კამა. არ შეიძლება არანაირი სოუსი, ზეთი ან სანელებელი.

 

ვახშამი

ვახშამზე ეს მოდელი მიირთმევს ხილის ფლოვს. შეურიეთ 50 გრამი მოხარშული ბრინჯი ერთ გახეხილ ვაშლს და შეურიეთ  100 გრამი თქვენი საყვარელი კენკრა და ხილი.

ერთი შეხედვით, დიეტა საკმაოდ მკაცრია, მაგრამ სინამდვილეში მენიუ დაბალანსებულია და სხეულს აწვდის მისთვის აუცილებელ ნივთიერებებს. მენიუ გათვლილია 1200 კალორაზე, ამიტომ დიეტისთვის 5 დღე საკმარისია. ეს ითვლება როგორც კალორიების “საარსებო მინიმუმი”, რომელიც არ უნდა იქცეს კვების მუდმივ რაციონად. არ დაივიწყოთ სითხის მიღების რეჟიმი, ჩვეულებრივი წყალი არის ერთადერთი სასმელი, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას დიეტის დროს შეზღუდვების გარეშე.

ახლა იცით როგორ დაიკლოთ 5 დღეში, მაგრამ იმისათვის, რომ სხეული მოიყვანოთ ტონუსში, შეასრულეთ მარტივი ვარჯიშები ყოველ დღე, მერწმუნეთ 3 თვეში სარკეში ჩახედვისას აშკარა სიამოვნებას იგრძნობთ.

Related Articles