ეს ვიტამინი 40 წელს გადაცილებულ ქალბატონებს ჰაერივით სჭირდებათ

by ekaterine

ფაქტი: 40 და 60 წლის ასაკის ქალების 4% ვიტამინ B12 დეფიციტს განიცდიან და მშვენიერი სქესის კიდევ უფრო დიდი პროცენტული მაჩვენებელი იგნორირებას უკეთებს თავის სიმპტომებს. გინდათ ლამაზი თმა, ჯანსაღი კანი და ძლიერი ნერვული სისტემა? მაშინ, წაიკითხეთ ჩვენი სტატია!

ხშირად ჩვენ არ ვუსმენთ ორგანიზმის სიგნალებს და დაღლას, თავის ტკივილს მივაწერთ ხოლმე სტრესს. მიზეზები კი უფრო ღრმაა. არსებობს 14 სიმპტომი, რომელიც მიუთითებს B12 ვიტამინის დეფიციტზე. ეს კი სერიოზული საფრთხეა 40 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის.

 

თავბრუსხვევა და კოორდინაციის დაკარგვა

იმ ქალებში, რომლებიც ხშირად მიმართავენ ნეიროლოგებს თავბრუსხვევის ჩივილით, ვიტამინის B12 დონე გაცილებით დაბალია.  სხეულში მისი  ნაკლებობა იწვევს ნერვებისადმი შეუქცევად დაზიანებას, რასაც მოჰყვება არა მარტო ხშირი თავბრუსხვევა, არამედ კოორდინაციის სრული დაკარგვა.

 

ფრჩხილის პრობლემები და არაჯანსაღი თმა

თმა ძველებურად თუ არ ბზინავს, მტვრევადია და თხელი, ფრჩხილები თუ დაზიანდა და გემტვრევათ, ყველაფერი მიუთითებს B12 არასაკმარის რაოდენობაზე.

კუნთების სისუსტე

ნერვული სისტემის გავლენით, ციანოქობალამინის ნაკლებობა იწვევს არა მხოლოდ ზოგად დაღლილობას, არამედ ძალიან რეალურად გამოხატულ კუნთების სისუსტეს!

 

სუნთქვის გართულება

ეს უსიამოვნო სიმპტომი წარმოადგენს ანემიის ერთ-ერთ შედეგს, რომელიც გამოწვეულია ვიტამინის B12 უქონლობის გამო. ჰემოგლობინის არასაკმარისი რაოდენობა ართულებს ჟანგბადის მიწოდებას ქსოვილებზე, რითაც აიძულებს ფილტვებს იმუშაონ დატვირთვით, რათა ორგანიზმს ჟანგბადის საჭირო რაოდენობა მიაწოდონ. ეს კი სუნთქვის ხარვეზს იწვევს.

 

მხედველობის პრობლემები

ვიტამინის B12 დეფიციტს მძიმე შემთხვევებში, თვალის ნერვი და ბადურა  განიცდიან, ადამიანს აწუხებს გაორება, დაბინდვა  ან დროებითი სიბრმავე.

 

მუდმივი დაღლილობა

არასაკმარისი ჰემოგლობინი -ნიშნავს არასაკმარის ჟანგბადს. თუ არ არის საკმარისი ჟანგბადი – გაწუხებთ მუდმივი ძილიანობა. ციანოქობალამინის ნაკლებობის გამო, ქალის სხეული მუდმივად განიცდის დაღლილობას, მაშინაც კი, თუ თქვენ გამოძინებული ხართ.

 

კანის სიყვითლე

B12 ვიტამინის  ნაკლებობა იწვევს სისხლძარღვების ნაწილის  განადგურებას, რის შედეგადაც ბილირუბინის ნაღვლის პიგმენტი გათავისუფლდება, რაც კანს აძლევს  ბნელ ჩრდილს.

B12- დეფიციტის ანემიის ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო შედეგია ნევროლოგიური სიმპტომი. ნერვული მემბრანის დაზიანება და ჟანგბადის ნაკლებობა იწვევს არტერიული წნევის მწვავე უკმარისობას, ასევე კრუნჩხვებს. მტკივნეული სიმპტომების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ ვურჩევთ ვიტამინის B12 დონის შენარჩუნებას.

 

მეხსიერების პრობლემები

თუ არ გახსოვთ ძველი მეგობრის სახელი ან მექანიკურად ჩანთის ნაცვლად გასაღები ჩადეთ მაცივარში, დროა შეამოწმოთ ვიტამინი B12 დონე და დაუყოვნებლივ დაიწყოთ მისი  შევსება!

 

ვიტამინი B12 დეფიციტის გამო, ენის სტრუქტურა განიცდის ცვლილებებს, ხდება ნათელი წითელი,  თითქოს ეს საკმარისი არ არის, ენაში ჩნდება უსიამოვნო წვის შეგრძნება და გემოვნების შეცვლა.

 

უხასიათობა

ვიტამინის B12- ის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, გაზარდოს შფოთვა და ნევროზი.  ამიტომაა, რომ ეს ვიტამინი ჩართულია ბედნიერების ჰორმონების – სეროტონინის და დოფამინის წარმოებაში.

 

ამ ვიტამინის ნაკლებობა იწვევს სუნების მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებას. თქვენი საყვარელი სუნამოს სუნი შეიძლება უსიამოვნოდ გეჩვენოთ, სამაგიეროდ შეგიყვარდეთ საღებავის ან ბენზინის სუნი.

 

გულის პრობლემები

ჰემოტოპიური ფუნქციის დარღვევის შედეგად, ხშირია ტაქიკარდია, სისხლის წნევის შემცირება და მრავალი სხვა სიმპტომი, რომლებიც იწვევენ კარდიოვასკულური სისტემის დაავადებებს. როგორც ჩანს, უბრალოდ არ არის საკმარისი ვიტამინი B12 …

 

ცხელება

იშვიათ შემთხვევებში ციანოქობალამინის ნაკლებობას შეიძლება თან ახლდეს სხეულის ტემპერატურის დროებითი ზრდა.

 

თუ თქვენ შენიშნეთ არასასიამოვნო სიმპტომებისგან რომელიმე, გირჩევთ, რომ დაუყოვნებლივ მოძებნოთ სპეციალისტი. შეგიძლიათ ვიტამინის რაოდენობა ბუნებრივად შეივსოთ. მას შეიცავს ზღვის პროდუქტები, ყველი, კრევეტები, საქონლის ღვიძლი.

ეს პროდუქტები მდიდარია სასარგებლო ელემენტებით, მინერალებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია – ციანოკობალამინით. მოუსმინეთ თქვენი სხეულის სიგნალებს, რადგან თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელშია!

 

Related Articles