ზაფხული მშვენიერი სეზონია, რომ არა მწერები და კოღოები, ამავე დროს ისინი ბევრჯერ დაავადების გადამტანები არიან.
მაღაზიაში შეძენილი მწერების საწინააღმდეგო წამლები ყოველთვის არ არის ეფექტური, თან თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ქიმიური შემადგენლობა აქვთ.
როგორ დავამზადოთ მწერების საწინააღმდეგო საშუალება
მწერებში და კოღოებში არის რეცეპტორები, რომელთა საშუალებით იწოვენ სისხლს, ეს მათ ხდის მგრძნობიარეს სხვადასხვა სუნის მიმართ, მაგალითად კვამლის სუნზე ფრთხებიან.
თუ აივანზე ან ტერასაზე დასვენება გადაწყვიტეთ, თეფშზე ან პერგამენტის ქაღალდზე დაყარეთ ყავის მშრალი ნალექი და დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლი. მოუკიდეთ ცეცხლი და დაწვით.
ეს აუცილებლად იმოქმედებს და რაც მთავარია უვნებელია ადამიანისთვის. აფრთხობს არა მარტო კოღოებს, არამედ ბუზებს, პეპლებს, ჭიანჭველებს და სხვა მავნე მწერებს.
სულ მალე დაიწყება კოღოების თავდასხმა, ამიტომ შეინახეთ სტატია, გაუზიარეთ მეგობრებს და ისინი მადლობას გეტყვიან.