ბევრი ბავშვი თითქმის დაბადებიდან იწყებს საკვების ჭამას, რომელიც შეიცავს უამრავ შაქარს. ამის გამო ბავშვის გემოვნების მგრძნობელობა მცირდება და ნორმალური საკვები აღარ არის მისთვის მიმზიდველი. გარდა ამისა, არსებობს პროდუქტები, რომლებიც უბრალოდ არ მიეცემა ბავშვებს მათი სხეულის ფიზიოლოგიური მახასიათებლების გამო.
1. წვენი
წვენები პოპულარულია სხვადასხვა ასაკის ბავშვებში. მათ აქვთ მოსახერხებელი და ნათელი შეფუთვა. ამით მთავრდება წვენების ყველა უპირატესობა. ჭიქა წვენი შეიცავს დაახლოებით 5-6 ჩ/კ. შაქარს. წვენში არსებული შაქრის ფხვნილი სისხლში სწრაფად შეიწოვება და ეს ხელს უშლის ჯანსაღი ნახშირწყლების მეტაბოლიზმს.
პედიატრია რეკომენდაციას უწევს ხილის ნაყოფს და არა წვენს. ნაყოფში არსებული ბოჭკოების წყალობით, ის თანდათანობით შეიწოვება ენდოკრინული სისტემის დატვირთვის გარეშე. უკიდურეს შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ასვათ სუფთა წვენი და უკეთესია თუ მისცემთ სმუზის სახით.
2.მანის ფაფა
მანანის ფაფა შეიცავს მხოლოდ ნახშირწყლებს. მომზადებისას მასში არავითარი ვიტამინები და მიკროელემენტები არ შეინიშნება, რაც ბავშვის ზრდა-განვითარებისთვისაა აუცილებელი. ეს ფაფა მაღალკალორიული და “ცარიელი” საკვებია, რომელიც არ უნდა მიეცეს ბავშვს.
არსებობს სხვა სასარგებლო ფაფები, რომლებიც მდიდარია ნუტრიენტებით – წიწიბურა, შვრია, ქერი და ფეტვი.
3.იოგურტი
იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ თქვენი შვილისთვის იოგურტი, უნდა შეისწავლოთ მისი შემადგენლობა. შეიძინეთ მაცივარში მოთავსებული და არა მაღაზიის თაროზე განთავსებული პროდუქტი. ტკბილი ხილის შემცველი იოგურტის ნაცვლად უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ იოგურტს დანამატების გარეშე.
იოგურტები დანამატების სახით შეიცავს შაქარს, ცხიმსა და კალორიების დიდ რაოდენობას, რაც ხელს უწყობს წონის მომატებას ბავშვებში და ზრდის დიაბეტის განვითარების რისკს.
4.მშრალი საუზმე
ფანტელები, მიუსლი, ბალიშები და ბურთები რეკლამებში წარმოდგენილია როგორც ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების წყარო. სინამდვილეში, ასეთ საკვებში არ არსებობს სასარგებლო ნივთიერებები, მაგრამ შაქარი იმყოფება ჭარბი რაოდენობით.
ასეთი საუზმით დანაყრება ძნელია, ამიტომ ბავშვი ორი საათის შემდეგ კვლავ მშიერია, კარგი ალტერნატივაა ფაფა, ხილით და თხილეულით შეზავებული უფრო მიმზიდველი იქნება ბავშვისთვის.
5.მოჭიქული ხაჭო, ტკბილეული
ეს პროდუქტი საზიანოა არა მარტო შაქრის შემცველობის გამო, ის შეიცავს დანამატებს და კონსერვანტებს, რომელიც საზიანოა ბავშვისთვისაც და მოზარდისთვისაც.
უმჯობესია ჭამოთ ჩვეულებრივი ხაჭონ ხილთან და კენკრასთან ერთად, ეს არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ გემრიელი საკვებიცაა.
6.თაფლი
2 წლამდე ბავშვებისთვის თაფლის მიცემა არ შეიძლება. ეს არ არის მხოლოდ შესაძლებელი ალერგიული რეაქციების გამოწვევის მიზეზი, ზოგჯერ თაფლი შეიცავს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს, რომლებმაც შეიძლება სერიოზული ინფექციური დაავადება-ბოტულიზმი გამოიწვიოს.
7.ყურძენი
ყურძენი შეიცავს ბავშვისთვის სასარგებლო ვიტამინებსა და მინერალებს, მაგრამ არსებობს მიზეზი, რის გამოც იკრძალება ბავშვისთვის ამ ხილის მიცემა. მისი მარცვლები დიდია და პრიალა, შეიძლება ბავშვს გადაცდეს სასულეში და ცუდი შედეგი მოჰყვეს.
საჭმლის მომნელებელი სისტემისთვისაც ძნელი გადასამუშავებელია, ამიტომ 2 წლამდე ბავშვისთვის ბანანი უფრო შესაფერისია.
8.საბავშვო მულტივიტამინები
ვიტამინების თემა მშობლებში საკმაოდ დაიხვეწა. ბევრი მათგანი ეყრდნობა საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას, ვიდრე ექიმის კონსულტაციას. ეს არასწორია და ზოგჯერ საშიშიც. რაც არ უნდა უვნებელი იყოს ვიტამინები, მათი შერჩევა დიდი პასუხისმგებლობაა, მხოლოდ ექიმმა უნდა დაუნიშნოს ბავშვს და მისი მითითებით გამოიყენოთ ვიტამინები.
ბავშვმა ვიტამინები და საჭირო ნივთიერებები უნდა მიიღოს საკვებიდან და არ არის აუცილებელი დამატებით ყოველი შემთხვევისთვის მიცემა.
9.რძიანი კოქტეილი
გაზიან სასმელებსა და რძიან კოქტეილს შორის არჩევისას რა თქმა უნდა მშობლები მეორეს ანიჭებენ უპირატესობას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კოქტეილი არც თუ ისე სასარგებლოა გაზიან სასმელთან შედარებით, ის შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმსა და შაქარს, რაც ასევე საზიანოა ბავშვისთვის.
რთულია ბავშვს აუკრძალოთ ტკბილეული, მაგრამ უნდა შექმნათ სწორი დამოკიდებულება მის მიმართ, განუმარტეთ, რომ ტკბილეული არის დესერტი, და არა ჩვეულებრივი საკვების შემცვლელი. თუ ბავშვობაში ჯანსაღი კვების ჩვევებს დავნერგავთ, ეს იქნება ჯანსაღი მომავლის გარანტი.