სალონის ძვირადღირებული ლამინირების პროცედურის შემდეგ თმა ხდება ხშირი, მბზინვარე, რბილი და ელასტიური. მაგრამ ეს პროცედურა არც თუ ისე იაფია და სასურველის მისაღწევად მინიმუმ 5 პროცედურაა საჭირო. ანალოგიური ნიღაბი შეგიძლიათ სახლის პირობებში ჩაიტაროთ და ისეთი ინგრედიენტებით, რომელიც ყველას სამზარეულოში მოიძებნება.
ჟელატინით ლამინირება
შემადგენლობა
1 ს/კ. საკვები ჟელატინის გრანულები
3 ს/კ. ცხელი წყალი
1 ს/კ. თმის ნებისმიერი ნიღაბი ან ბალზამი.
მომზადება და გამოყენება
ჟელატინი ჩაყარეთ ფაიფურის ან მინის ჭურჭელში და დაასხით ცხელი წყალი(მდუღარე არა) და ურიეთ სანამ ბოლომდე გაიხსნება.
დაამატეთ 1 ს/კ. თმის ბალზამი ან ჩვეულებრივი ნიღაბი, ამ ეტაპზე, შეგიძლიათ გაამდიდროთ ნარევი ვიტამინებით E და A, ხორბლის თესლის ზეთით და ეთერზეთებით.
ნიღაბი წაისვით თმის მთელ სიგრძეზე, ძირებში არ მოიხვედროთ, რადგან იწვევს კანის გაცხიმიანებას. შეიხვიეთ შხაპის ქუდით ან ცელოფნით. დაიფარეთ თბილი ქუდი ან გაათბეთ ფენით. 30 წუთის შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით შამპუნის გარეშე.
თმა შეიშრეთ ბუნებრივად, არ გააშროთ ფენით.
შეგიძლიათ კვირაში ორჯერ გამოიყენოთ ერთი თვის მანძილზე, რომ თმას დაუბრუნდეს ჯანმრთელი იერი. ეს ნიღაბი უსიცოცხლო თმას აჯანსაღებს და ახშირებს.
თუ არ გსურთ ცხოველური წარმოშობის პროდუქტის გამოყენება, მაშინ კარგი ალტერნატივაა ჟელატინი შეცვალოთ სელის თესლით. სელს სამკურნალო და სასარგებლო გავლენა აქვს თმაზე. თმა ხდება ადვილად მორჩილი ნებისმიერი ვარცხნილობისთვის.