წვავს ცხიმს, აძლიერებს გონებას და სხეულს… – პიკანტური არომატის ფოთლები ჯანმრთელობისა და სილამაზის სადარაჯოზე.

by ekaterine

როზმარინი მარადმწვანე ბუჩქია, რომელიც კლდიან ადგილებში გვხვდება. ანტიკურ ხანაში მას ჯადოსნურ თვისებებს მიაწერდნენ, თითქოს ადამიანისთვის ბედნიერება მოჰქონდა და კოშმარებისგან იცავდა. შექსპირის პერიოდში საქორწინო თაიგულს ამშვენებდა ერთგულების, ძლიერი სიყვარულის სიმბოლოდ. ოპერა ჰამლეტის ერთ-ერთ სცენაში ოფელია თავის ძმას აძლევს როზმარინის ტოტს, რომ გაძლიერდეს სულიერად.

как улучшить обмен веществ

როზმარინის სურნელი მოგვაგონებს ლიმონის, ფიჭვის, ევკალიპტის არომატს. სურნელოვანმა მცენარემ შუასაუკუნეების პარფიუმერებს შთააგონა შეექმნათ პარფიუმერული წყალი, “უნგრეთის დედოფლის წყალი”, ისტორიაში პირველი სპირტის შემცველი სუნამო. სუნამოს ფლაკონი საჩუქრად გადაეცა უნგრეთის ხანდაზმულ დედოფალ ელისაბედს, რომელსაც აწუხებდა პოდაგრა და ართრიტი.

как улучшить обмен веществ в организме человека

როზმარინის ეფექტი წარმატებული აღმოჩნდა დედოფლისთვის: ის არა მარტო განიკურნა დაავადებებისაგან არამედ გაახალგაზრდავდა კიდეც, 72 წლის ასაკში მან პოლონეთის მეფის გული დაიპყრო. ამ მცენარის სამკურნალო და სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრი რამ დაწერილა. ჩვენ მოგიყვებით, თუ როგორ უნდა გააუმჯობესოთ მეტაბოლიზმი და სწრაფად მოიშოროთ ჭარბი წონა.

როგორ გამოვიყენოთ როზმარინი გასახდომად

როზმარინის ერთ ტოტში (10გრ.) მხოლოდ 13 კალორიაა, თავისუფლად შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერ კერძს სანელებლის სახით, 100 გრ. მწვანე ფოთოლი შეიცავს რკინის სადღეღამისო ნორმის ნახევარზე მეტს.

რადგან წიწვოვანი ბალახი ხელს უწყობს მძიმე და ცხიმიანი საკვების მონელებას, შეგვიძლია ნებისმიერ ხორციან კერძთან ერთად მივირთვათ, ის აჩქარებს მეტაბოლიზმს და წვავს ცხიმებს, ამავე დროს ხსნის დაძაბულობას და გვათავისუფლებს სტრესისგან, რაც ამცირებს ტკბილეულის მოთხოვნას.

как улучшить обмен веществ для похудения

წონაში სწრაფად დასაკლებად საკმარისი არ არის მხოლოდ როზმარინის დამატება საკვებში, უნდა მოამზადოთ ცხიმისმწველი სასმელი. როზმარინის ჩაი არა მარტო გვეხმარება შევამციროთ  წელისა და ბარძაყის გარშემოწერილობა, არამედ გვაძლიერებს, გვათავისუფლებს დაღლილობისგან, აძლიერებს ლიმფის მოძრაობას და ამცირებს ცელულიტს.

როზმარინის გასახდომი ნაყენი

как улучшить обмен веществ в организме и похудеть

გამხმარი როზმარინი ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს, მართალია მწვანეს უფრო სასიამოვნო არომატი აქვს, მაგრამ გირჩევთ მშრალი ფოთოლი გამოიყენოთ. გამოიყენეთ როზმარინის ტოტი და ფოთლები, ასე ნაკლებად მწარე გემო აქვს. ცაცხვის ყვავილთან ერთად როზმარინს სასწაული მოქმედება აქვს. ეს სასმელი ხელს უწყობს სხეულის გაახალგაზრდავებას და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.

ინგრედიენტები:

1 ს/კ. გამხმარი ან ახალი როზმარი

1 ს/კ. გამხმარი ცაცხვის ყვავილები

400 მლ ცხელი წყალი

მომზადება:

ჭურჭელში მოათავსეთ მცენარეები, დაასხით ცხელი ანადუღარი წყალი(90 გრადუსის), შეფუთეთ მთელი ღამით. დილით გაწურეთ და 3 პორციად გაყავით. მიიღეთ ჭამამდე 20 წუთით ადრე 21 დღის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ 3 კვირა.

как улучшить обмен веществ быстро

თუ ასეთი კურსის ჩატარება არ გსურთ, 0,5 ჩ/კ. როზმარინი დაამატეთ 1 ფინჯან ჩაის და ისე მიირთვით. ძილის წინ არ გირჩევთ, რადგან აფხიზლებს და გამოძინებას ვერ მოახერხებთ.

როზმარინის გასახდომი ეთერზეთი

как улучшить обмен веществ в организме

თუ როზმარინის მწვანე ფოთოლს გასრისავთ, მისგან გამოიყოფა წებოვანი ფისის მაგვარი სითხე, ეს როზმარინის ზეთია. კანზე წასმისას აქრობს ანთებას, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს სითხის შეკავებას, წვავს ცხიმს, გამოიყენება ცელულიტთან საბრძოლველად. მასში შემავალი კარნოსოლის მჟავა აჩერებს დაბერების პროცესს.

გამოიყენეთ როზმარინის ეთერზეთის მასაჟი. 7 წვეთი დაამატეთ 2 ს/კ. სხვა ზეთს ( კაკაო, ქოქოსის, ზეითუნის, ყურძნის თესლი) და ლიმონის წვენის 7 წვეთი. წაისვით პრობლემურ ადგილებში, გადაიხვიეთ ცელოფნით და შეიხვიეთ თბილად. 1 საათის შემდეგ დაიბანეთ.

как улучшить обмен веществ и похудеть народными средствами

დაამატეთ 3-5 წვეთი როზმარინის ზეთი ნებისმიერ კრემსა და ლოსიონს. მისი არომატი ტვინის იმ უჯრედებს ააქტიურებს, რომლებიც პასუხისმგებელია შიმშილზე. ამ მარტივი ინჰალაციის შედეგად შიმშილი მცირდება.

არ დაგავიწყდეთ არომატული მწვანილის დამატება კერძებში, მით უფრო დესერტებში. ძალიან უხდება თევზსა და კარტოფილს. თუ გჭირდებათ წონის კორექცია, დასახმარებლად მიმართეთ ბუნებრივ სანელებლებსა და ბალახებს. მოითმინეთ და აუცილებლად მიიღებთ სასურველ  შედეგს.

Related Articles