პირშუშხას ფოთლები – ერთადერთი მცენარე, რომელსაც მარილები პირდაპირ კანის ფორებიდან გამოაქვს.

by ekaterine

პირშუშხა მრავალწლოვანი კომბოსტოებრთა ოჯახის მცენარეა, რომელიც პირველად ხმელთაშუაზღვისპირეთში აღმოაჩინეს. გამოიყენება როგორც მისი ბოლქვი, ასევე ფოთლები. საინტერესოა რატომ დაიმსახურა ამ მცენარემ ხალხში სიყვარული და პატივისცემა.

 

პირშუშხას ცხარე ფოთლები გამოირჩევიან მათი უზარმაზარი კვებითი ღირებულებით. ის შეიცავს B ვიტამინებს, ასევე C, E და PP. გარდა ამისა, ფოთლები შეიცავს კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის, გოგირდის, სელენის დიდ რაოდენობას. ასკორბინის მჟავის კონცენტრაცია კი მაღალია, ვიდრე ლიმონისა და შავი მოცხარის.

 

ფიტონციდების მოქმედებით პირშუშხას ფოთლები დაგიცავთ მავნე მიკროორგანიზმებისგან. მისი სამკურნალო თვისებები შენარჩუნებულია გამხმარ მცენარეშიც, გამოცდილი დიასახლისები მას კერძების მოსამზადებლადაც იყენებენ.

სპეციალური პროცდურის ჩატარება გაგათავისუფლებთ მავნე მარილებისგან. აიღეთ ორი დიდი ფოთოლი, ამოავლეთ მდუღარეში და დაიდეთ ზურგზე, შეიხვიეთ ქსოვილით. შეიძლება წვა იგრძნოთ, ეს ნორმალურია. ეს პროცედურა დამწვრობას არ იწვევს.

 

დილით მოიხსენით ქსოვილი და ფოთლები, ისინი შეიწოვდნენ ორგანიზმიდან მარილებს, თუ დიდი რაოდენობით იქნება მარილი, ფოთლები დაიშლება. გაიკეთეთ ასეთი პროცედურები იმ ადგილებზე, სადაც გაწუხებთ მარილები. ეს უნდა გაიმეოროთ მანამ, სანამ მარილის კვალი ფოთლებზე აღარ იქნება.

 

პირშუშხას ფოთლები უნიკალურია იმით, რომ ისინი მარილებს იწოვენ პირდაპირ კანის ზედაპირიდან, მის ფორებიდან. ასეთი ხელმისაწვდომი პროდუქტის გამოუყენებლობა დიდი სისულელე იქნება.

 

 

პირშუშხას ნაყენი საუკეთესოა ზურგისა და სახსრების ტკივილის დროს. ახალი, მწვანე ფოთლები მოათავსეთ მინის ქილაში და შეავსეთ სპირტით ან არყით. ორი დღე-ღამის განმავლობაში მოათავსეთ გრილ და ბნელ ადგილას. ამ ნაყენით დაიზილეთ მტკივანი ადგილები.

 

კუნთების და სახსრების პრობლემები შეიძლება ნებისმიერ ასაკში დაიწყოს. თუ ჩვეულებრივი სამედიცინო პრეპარატები არ იძლევა დადებით ეფექტს, შეგიძლიათ სცადოთ ბუნებრივი საშუალება.

Related Articles