შვრიის ფაფას ინგლისელები თვლიან მთავარ კერძად. ის ხელს უწყობს დილით ორგანიზმის გაღვიძებას და ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ფაფა მზადდება წყალზე შვრიის ფანტელებისგან და არა მზა ფაფებისგან. შვრიის სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრმა არ იცის.
შვრია აქვეითებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს.
ყოველ დილით შვრიით საუზმობა აფერხებს კიბოს რისკს, საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა.
მასში არსებული აუცილებელი ცხიმების შემცველობის გამო, შვრია კვებავს სისხლის უჯრედებს, რაც დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე. ყოველდღიურად შვრიის ფაფის მიღება 30%-ით ამცირებს გულისა და ფილტვების დაავადებებს.
შვრია სხვა დანარჩენი საუზმეებისაგან განსხვავებით, დიდი ხნით ანაყრებს ორგანიზმს და ხელს უწყობს ნაკლები კალორიების მიღებას. ფიზიკურ აქტივობასთან ერთად ეს შესანიშნავი საშუალებაა წონაში დასაკლებად. შვრიის ფაფაში დაბალანსებულია ამინო მჟავები, პროტეინები და ცხიმოვანი მჟავები. თუ გარკვეული დროით გიწევთ უარის თქმა ხორცზე, შვრია დაგეხმარებათ მიიღოთ საჭირო რაოდენობის ცილები.
შვრია შეიცავს კანის მოვლის საშუალებების კომპლექტს, საუკეთესოდ კვებავს კანს და ბევრ შემთხვევაში კურნავს ქრონიკულ დაავადებებს.
დილიდან ორგანიზმს სჭირდება არა მარტო ენერგია, არამედ ვიტამინების ახალი პორცია. ორივე შემთხვევაში შვრია კარგი საშუალებაა. ის შეიცავს უჯრედისს, რკინას, იოდს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმს, ასევე ვიტამინებს A, B1, B2, B6, E, K, PP.
ბევრი სასარგებლო თვისების გამო შვრიას ბევრი ადამიანი სწორად ირჩევს. რაც უფრო წვრილადაა დაფქვილი, მით მეტად აქვს დაკარგული სასარგებლო თვისებები. მზა ფაფებში ბევრია კონსერვანტებიც.
უმჯობესია შვრია გამჭვირვალე პაკეტებში შეფუთული ვიყიდოთ, რომ უკეთ შევაფასოთ. მუყაოს ყუთებში მეტი ტენიანობაა, რაც შვრიას უკარგავს სასარგებლო თვისებებს. არ გვაქვს გარანტია იმისა, რომ ეს მუყაოს ყუთები ინახება მშრალ პირობებში. რაც უფრო მსხვილია ფანტელები, მით უფრო დიდხანს უნდა ვხარშოთ ფაფა.
თუ თვლით, რომ მართლაც საუკეთესოა შვრიის ფაფის საუზმე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს რეცეპტი, რომელიც დაკვირვებამ აჩვენა, რომ არის ჯანსაღი, გემრიელი და ნოყიერი.
შემადგენლობა:
3ს/კ შვრია(ჰერკულესი)
300 მლ კეფირი
3 ჩ/კ თაფლი
ჩირი ან თხილი გემოვნებით.
მომზადება და გამოყენება
საღამოს შვრიას დაასხით კეფირი და შეინახეთ მაცივარში დილამდე. შვრია შეიწოვს კეფირს, გაფუვდება და დილით უკვე გამზადებული ფაფა დაგვხვდება.დანარჩენი ინგრედიენტები დაამატეთ დილით. შეგიძლიათ დაამატოთ ასევე ვაშლი ან რომელიმე ნედლი დაჭრილი ხილი, თუ ტკბილ ხილს გამოიყენებთ, თაფლის დამატება საჭირო აღარ არის.
ასეთი საუზმე უფრო გემრიელი და სასარგებლოა, ვიდრე ნებისმიერი მზა იოგურტი, რომელიც მრავლადაა სუპერმარკეტებში.
არ დაიზაროთ და სცადეთ ამ ჯადოსნური რეცეპტის დახმარებით ყოველ დილით საუზმის მომზადება და მერწმუნეთ, ერთ თეში თავს ვერ იცნობთ.