როგორ დავაღწიოთ თავი ნაოჭებს, ქუთუთოების სიშავეს და გამონაყარს. მოამზადეთ ერთ-ერთი და დარწმუნდებით, რომ ისინი საუკეთესოა, ვიდრე მზა კრემები.

by ekaterine

მერწმუნეთ, კარგი კოსმეტიკის მაღალი ფასი არ არის მისი საუკეთესო ხარისხის მიზეზი.

რძე და ალოე

თვალების გარშემო წრეების გაღიავებისთვის გამოგადგებათ ალოე ვერასგან დამზადებული  მალამო. ალოეს უმთავრესი დადებითი თვისებაა ცხიმოვანი საფარველის წმენდა. კრემი კანში ადვილად იწოვება და ღრმად წმენდს ფორებს.

რძეში შემავალი ამინომჟავები ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების მოცილებას.

 

თქვენ დაგჭირდებათ

ალოე ვერას წვენი ან გელი – ორი სუფრის კოვზი

ზეითუნის ზეთი – ერთი სუფრის კოვზი

მშრალი რძე – ორი სუფრის კოვზი

მომზადებული მალამო შეინახეთ მაცივარში, თუმცა ახალდამზადებულს მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია.

 

ფორთოხალი და იოგურტი

მათი გამოყენება რეკომენდირებულია ყველასთვის, განსაკუთრებით, 30 წლამდე ქალებისთვის. მალამო მარტივი და ეფექტური საშუალებაა ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლაში მათ პირველ გამოჩენისთანავე.

თქვენ დაგჭირდებათ

ერთი ფორთოხლის ცედრა

ერთი სუფრის კოვზი კურკუმა

ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

100 გრამი ნატურალური იოგურტი

ყურადღება!  რადგან პროდუქტი შეიცავს ლიმონმჟავას, არ არის რეკომენდებული ღამით დატოვება. შეგიძლიათ 2 საათის განმავლობაში დაიტოვოთ სახეზე, მაგრამ გრძელვადიანი თერაპიისთვის, იგივე რეცეპტის მიხედვით დაამზადეთ, მაგრამ ლიმნის გარეშე.

გამოიყენეთ მხოლოდ ბუნებრივი იოგურტი.(მინარევების გარეშე)

 

ავოკადო და კვერცხი

კანს უნარჩუნებს ახალგაზრდულ იერს. კარგად შეიწოვება და კვებავს მას. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დღის, ასევე ღამის კრემადაც. მისი გამოყენება მაკიაჟის ფუძედ არ გამოდგება, მაგრამ კარგად დაგიცავთ ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.

თქვენ დაგჭირდებათ:

კვერცხი – 1 ც.
ავოკადო- 0.5 ცალი.
ათქვიფეთ ავოკადო და აურიეთ ასევე ათქვეფილი კვერცხი.  ეს კრემი შესანიშნავად ავიწროეს ფორებს,  და თუ ის იქნებოდა დაფასოებული ექნებოდა წარწერა  SPF15.

 

 

თაფლი და ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი არის უნივერსალური პროდუქტი. არბილებს კანს, ებრძვის გამონაყარს, აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი.

თქვენ დაგჭირდებათ:

თაფლი – 3 ს/კ.
ქოქოსის ზეთი – 100 გ
უბრალოდ აურიეთ და შეინახეთ გრილ ადგილას. წაისვით სახეზე მასაჟის მოძრაობით. ეს კრემი შეიძლება ჩაითვალოს შაქრის შემცვლსკრაბად, მაგრამ ის არ აშრობს კანს.

 

ეს კრემები, პრინციპში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერ დროს დღის განმავლობაში, მაგრამ მათი ბუნებრიობის გამო, მათ აქვთ ნელი შეწოვის ეფექტი. ამიტომ ღამე არის ყველაზე მოსახერხებელი დრო.

ამ კრემებს არანაირი გვერდითი ეფექტები არ აქვს, უხდება ყველანაირ კანს, რადგან ვიტამინები და დატენიანება რეკომენდებულია ყველა ასაკში და ყველა ტიპის კანზე.

Related Articles