კეფირი შეიცავს 12 სახეობის ვიტამონს, რომლებიც აუცილებელია ორსულებში ნაყოფის ნორმალური ზზრდა-განვითარებისთვის და ასევე მამაკაცებში ხელს უწყობს კუნთოვანი მასის შენებას.
უცხიმო კეფირის გამოყენება ხელს შეუწყობს ღვიძლისა და პანკრეასის მუშაობის ნორმალიზებას.
რძისგან განსხვავებით, კეფირი ბევრად უკეთესია, მაგრამ კეფირში ცილების, მინერალებისა და ვიტამინების რაოდენობა ზუსტად იგივეა.
სწრაფად გახდომისთვის დიეტოლოგები გვირჩევენ რაციონში კეფირის დამატებას, მაგრამ გახდომა რომ უფრო ეფექტური და სწრაფი გავხადოთ, მოამზადეთ სასწაულმოქმედი მწვანე კოქტეილი.
გასახდომი სასმელის მომზადება.
სასმელის ინგრედიენტები
300 მლ კეფირი
3 ღერი ოხრახუში
3 ღერი კამა
3 ღერი ქინძი
1 კიტრი
ცოტა მარილი
ცოტა შავი პილპილი
მომზადება:
მწვანილი გარეცხეთ და გააშრეთ. დაჭერით და კიტრთან ერთად ბლენდერით ათქვიფეთ. დაამატეთ კეფირის ნახევარი, გააგრძელეთ თქვეფა და ნელ-ნელა დაასხით დანარჩენი კეფირიც.
გამზადებული სასმელი ჩაასხით ჭიქაში, შეაზავეთ მარილით და პილპილით და დალიეთ.
სასმელი გამაგრილებელი გემოთი დღის საუკეთესო დასაწყისია. შეგიძლიათ ამით ჩაანაცვლოთ სადილი და ვახშამიც და მოკლე დროში ზედმეტი სანტიმეტრები მოგშორდებათ.
გაუზიარეთ სხვებსაც, რომ იცოდნენ ამ საოცარი სასმელის შესახებ!