ამ სასმელის 50 მლ. გაწმენდს სისხლძარღვებს და დაგიცავთ ინსულტისაგან.

by ekaterine

სისხლძარღვები დროთა განმავლობაში კარგავენ სიმტკიცესა და ელასტიურობას, ათეროსკლეროზული ლაქები გამოჩნდება მათ კედლებზე, რის გამოც შეიძლება გქონდეთ თავის ტკივილი,  მაღალი წნევა. ათეროსკლეროზი  ასევე გულის შეტევებისა და პარალიზის საერთო მიზეზია.

ტრადიციულ მედიცინაში სისხლძარღვების გასაწმენდი ბევრი საშუალებაა.  გთავაზობთ გამოიყენოთ ნიორი და ლიმონი – ბუნებრივი ინგრედიენტები. ნიორი ამცირებს ქოლესტერინს სისხლში და ლიმონი ეხმარება სისხლძარღვების აღდგენას.

შემადგენლობა:

6 ლიმონი

4 თავი ნიორი

1 ლ. წყალი

200 გრამი თაფლი.

ლიმონი და ნიორი გაასუფთავეთ და დაფქვით. დაასხით წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით, გააციეთ, გაწურეთ და დაამატეთ თაფლი. შეინახეთ მაცივარში.

მიიღეთ 21 დღის განმავლობაში 50 მლ. ყოველ დღე. დაისვენეთ 10 დღის განმავლობაში და ისევ გაიმეორეთ. ამის გაკეთება შეიძლება წელიწადში ორჯერ.

ამ სასმელის სარგებელი ფასდაუდებელია. ეს აუმჯობესებს თქვენი სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აფერხებს კიბოს უჯრედების განვითარებას ანტიოქსიდანტების არსებობის გამო. ასევე, ეს სასმელი  აუმჯობესებს შიდა ორგანოების ფუნქციონირებას: თირკმლები და ღვიძლი.

მაგრამ, ამ სასმელსაც, როგორც ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, აქვს უკუჩვენებები. არ უნდა იქნას გამოყენებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მქონე ადამიანებზე, ფეხმძიმე ან მეძუძურ ქალებზე, ვისაც აქვს ეპილეფსია ან ალერგიული დაავადება რომელიმე კომპონენტის მიმართ.

Related Articles