დანიელმა დიეტოლოგმა სუზი ვენგელმა შექმნა დიეტა, რომელიც, მისი აზრით, ყველაზე მარტივად დასაცავია, შედეგი კი გარანტირებულად გექნებათ.
კვების რეჟიმის გათვალისწინებით, თქვენი საკვების თითო პორცია უნდა შეიცავდეს თანაბარი რაოდენობით ცილასა და ნახშირწყალს, საკმარისი რაოდენობით ბოსტნეულს და 1 კოვზ ცხიმს.
39 წლის ვენგელმა განაცხადა, რომ დიეტით 10 თვეში 40 კგ დაიკლო.
დიეტის წესები:
მიირთვით მცირე პორციებით. 3 ძირითადი კვება და 2-3 წახემსება დღის განმავლობაში.
უარი თქვით ალკოჰოლზე და სწრაფ კვებაზე. ეს ყველაფერი ცუდად მოქმედებს კუჭისა და ღვიძლის მუშაობაზე. უბრალოდ ამოიღეთ ისინი საკვებიდან სამუდამოდ.
ეცადეთ მინიმუმ ერთი თვის მანძილზე უარი თქვათ ფქვილოვან ნაწარმზე. ისინი ვნებს ფიგურას.
დაივიწყეთ მაკარონი. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სახის მაკარონი ასუქებს.
მიირთვით მეტი ნედლი ხილი და ბოსტნეული. დუღილი ანადგურებს სასარგებლო თვისებებს, ამიტომ მიირთვით ახალი.
საკვები მოამზადეთ სახლში. სახლში მომზადებული საკვები ბევრად უფრო სასარგებლო და ხარისხიანია, ვიდრე სასადილოებში.
კარაქის ნაცვლად ისარგებლეთ მცენარეული ცხიმით.
მიირთვით ნატურალური წვენები. უარი თქვით ყველანაირ გაზიან სასმელზე.
მოიხმარეთ მინიმალური რაოდენობის მარილი. უპირატესობა მიანიჭეთ მწვანილს და ბუნებრივ სანელებლებს.
გასაკვირი არ არის, რომ სკანდინავიური დიეტა გამოირჩევა მაქსიმალურად მარტივად გამოყენებისათვის განკუთვნილი პროდუქციის ფართო არჩევანით. უმარტივესი დიეტა გვთავაზობთ ჯანსაღი საკვები პროდუქტების უზარმაზარ ჩამონათვალს, რომელიც არა მარტო წონის დაკარგვას შეუწყობს ხელს, ეს დიეტა გახდის ადამიანს ჯანმრთელობას და უფრო მხიარულს, ვიდრე ადრე.
დასაშვები პროდუქტები დიეტის დროს:
თევზი
სკანდინავიის ქვეყნებს შეუძლიათ თევზის სიჭარბით დაიკვეხონ, ამიტომ უგუნური იქნებოდა ასეთ პროდუქტზე უარის თქმა, თუ მის სარგებლობასაც გავითვალისწინებთ. რეკომენდაციას გვაძლევენ მივირთვათ თევზის კერძები 3-4 -ჯერ კვირაში.
ხორცი
სკანდინავიელები უპირატესობას ირმის და თხის ხორცს ანიჭებენ. ჩვენ გვაქვს შესაბამისი ანალოგები საქონლის და ქათმის ხორცის სახით.
კენკრა
მასში შემავალი ვიტამინები საკმარისია ორგანიზმისთვის მთელი წლის განმავლობაში. ზამთარში კონსერვების ნაცვლად გამოიყენეთ კენკრა გაყინული სახით. ასე უფრო ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.
ბოსტნეული
ყველაზე სასარგებლოა ბოსტნეული, გოგრა, ყველა სახის კომბოსტო, სალათები.
მარცვლეული
სასურველია ბოჭკოების მაღალი შემცველობით: ქერი, ბრინჯი, ჭვავი. ასევე რეკომენდებულია: შვრია, მთელი მარცვლეულის პური.
სოკო
სკანდინავიის ქვეყნებს შეუძლიათ სოკოების კეთილშობილური მოსავლის მოყვანა. ეს პროდუქტი არ არის მხოლოდ გემრიელი და დამაკმაყოფილებელი, არამედ დაბალი კალორიის შემცველია.
თხილი
ცხიმის და ფოლიუმის მჟავის წყარო. წახემსების შეუცვლელი იარაღი.
მცენარეული ზეთი
შეგიძლიათ ზეითუნის და სელის ზეთებით ისარგებლოთ.
რძე
დაახლოებით 30% დიეტაშ უნდა იყოს რძის პროდუქტები მინიმალური ცხიმიანი შემცველობით: რძე, იოგურტი, მყარი ყველი.
სკანდინავიური დიეტის მთავარი წესი – თითოეული ძირითადი კვება უნდა შეიცავდეს 4 პროდუქტს: ცილის ნაწილი, ნახშირწყლების ნაწილი და 2 პორცია ბოსტნეულსა და ხილს. არაფერი უნდა აიწონოს და დაითვალოს, ამიტომ დიეტა ყველასთვის მარტივად მოსარგებია.
სკანდინავიური დიეტის ნიმუში:
საუზმე:
ბოსტნეული (2 პორცია) – რამდენიმე პომიდორი ჩერი და ბარდა
ცილები (1 პორცია) – 2 ცალი კვერცხი
ნახშირწყლები (1 პორცია) – 1 ნაჭერი პური
ცხიმი (1 სუფრის კოვზი) – ნაღების კარაქი, წასმული პურზე
1 ჭიქა ყავა რძით
სადილი:
ბოსტნეული (2 პორცია) – სტაფილო, კიტრი, წიწაკა, პომიდორი, სოკო
ცილა (1 პორცია) პაშტეტი, ბეკონის ნაჭერი, კვერცხი
ნახშირწყლები (1 პორცია) – პური
ცხიმი – ყველი
ვახშამი:
ბოსტნეული (2 პორცია) – სტაფილო, სატაცური, ძირთეთრა (პასტერნაკი)
ცილა (1 პორცია) – კოტლეტი
ნახშირწყალი (1 პორცია) – ბოკალი ღვინო
ცხიმი (1 სუფრის კოვზი) – ბეარნული სოუსი.