არ არსებობს იმაზე უნივერსალური საშუალება, ვიდრე საკვები სოდაა. ის გამოიყენება ცხობისთვის, გასახდომ კოქტეილებში, ასევე დეზინფექციისთვის და როგორც დამხმარე სარეცხი საშუალება. ეს იაფი პროდუქტი მრავალი წელია შრომას უმსუბუქებს დიასახლისებს. მისი შესაძლებლობები უსაზღვროა.
გაგიზიარებთ სოდის ახალ შესაძლებლობებს:
თუ გასაწმენდი საგანი ძველია და პირველ პროცედურაზე ვერ მიიღეთ სასურველი შედეგი, გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ. პრობლემა მოგვარდება ძვირადღირებული საშუალებების გარეშე.
თუ გსურთ ქსოვილის გათეთრება 5 ლიტრ წყალში ჩატარეთ 5 ს/კ საცხობი სოდა, დაამატეთ 2 ს/კ თხევადი სპირტი. მოათავსეთ გასათეთრებელი ქსოვილი და დატოვეთ 4 საათი. შემდეგ ჩვეულებრივ გარეცხეთ. თ ცხიმის ლაქებიც აქვს ქსოვილს, პროცედურის შემდეგ 25 წუთი ხარშეთ და ისე გარეცხეთ.
სოდისა და ძმრის ნარევით მიიღებთ შესანიშნავ გამწმწნდ საშუალებას ყველანაირი ზედაპირის. დააყარეთ სოდა გასაწმენდ ადგილს, ღრუბელი დაასველეთ ძმრით და გაწმინდეთ ზედაპირი.
მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებული საშუალებები აბსოლუტურად უვნებელია, ჩვენ კვლავ გირჩევთ რეზინის ხელთათმანების გაკეთებას, დაიცავით ხელები კანის გამოშრობისგან.