აღმოჩნდა,რომ კარტოფილის სახამებელს აქვს თვისება როგორც საშლელი, გაასწოროს სახეზე ნაოჭები.ის კვებავს კანს და აახლებს. ამ მშვენიერი ფხვნილის საფუძველზე ნიღბების რეგულარული გამოყენება დაიცავს თქვენს კანს დაბერებისგან.
სახამებელი+თაფლი
შემადგენლობა:
1 ს/კ. სახამებელი
1 ჩ/კ. თაფლი
1 ჩ/კ. მარილი
ცოტა რძე
მომზადება:
პირველად აურიეთ ყველა ინგრედიენტი რძის გარდა, შემდეგ დაუმატეთ რძე იმდენი, რომ მიიღოთსქელი ფაფა.
წაისვით გაწმენდილ სახეზე და 30 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
სახამებელი+კვერცხის ცილა
შემადგენლობა
1 ს/კ. კარტოფილის სახამებელი
ცოტა ანადუღარი წყალი
1 კვერცხის ცილა
0.5 ჩ/კ. ლიმონის წვენი
გამოყენება:
შეურიეთ სახამებელს წყალი, ცილა და ცოტა ლიმონის წვენი, აურიეთ კარგად. წაისვით ნიღაბი გაწმენდილ სახეზე 40 წუთის განმავლობაში. მოიცილეთ ნიღაბის ნარჩენები თბილ წყალში დასველებული ბამბით.
რაც უფრო ადრე დაიწყებთ ასეთი ნიღბების გაკეთებას, მით უკეთესი: არ უნდა დაელოდოთ კანის ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების გამოვლენას. დარჩით მუდამ ახალგაზრდა, მშვენიერი ქალბატონი! დაიმახსოვრეთ და გამოიყენეთ ეს რეცეპტები, არ ინანებთ.