ეფექტური ცხიმისმწველი კოქტეილი. ჯანჯაფილის, დარიჩინის, წიწაკის და კეფირისგან დამზადებული გასახდომი სასმელი.

by ekaterine

ყველა ქალი ოცნებობს, რომ იყოს ტანადი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფიგურა თავისებურად ლამაზია, მაინც ბევრს ზურს არასასურველი წონის მოშორება. თან თუ ეს იოლად და დიდი ძალისხმევის გარეშე მოხდება, მით უკეთესი.

ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ კოქტეილს, რომელიც ეფექტურად დაგეხმარებათ ცხიმების დაწვაში. მისი დალევა ყოველდღე შეიძლება.

დარიჩინი, ჯინჯერი და წიწაკა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ხელს უწყობს წონაში კლებასა და ცხიმების წვას. ამ კოქტეილს შეუძლია მადის დაქვეითებაც. კეფირი ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან წმენდს და აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.

განტვირთვის დღეებში შეგიძლიათ ამ სასმელით საკვებიც კი ჩაანაცვლოთ.

ინგრედიენტები

  •  200 მლ კეფირი
  • ნახევარი ჩ. კ. დარიჩინი
  • ნახევარი ჩ. კ. დაფქული ჯინჯერი
  • ერთი მწიკვი წითელი წიწაკა

მომზადება

  1. ჭურჭელში, სადაც კოქტეილი უნდა ათქვიფოთ, ჩაასხით 200 მლ კეფირი.
  2. დაამატეთ კეფირს მწიკვი წითელი წიწაკა, დარიჩინი, დაფქული ჯინჯერი.
  3. ათქვიფეთ კოქტეილი ბლენდერში იქამდე, სანამ ჰაეროვან მასას არ მიიღებთ.

ეს მსუბუქი კოქტეილი შეგიძლიათ მიიღოთ ჭამის წინ, ჭამის შემდეგ და ჭამის დროსაც კი. მისი რეგულარული გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა თვეში 5 კგს დაკლება.

კეფირის კოქტეილი – ეს არის მარტივი და გემრიელი მეთოდი ფიგურის წესრიგში მოსაყვანად. სცადეთ და გაგვიზიარეთ შედეგები!

ეს რეცეპტი კი ასწავლეთ თქვენს მეგობრებსაც!

Related Articles