სოკო ანუ ანიქმიკოზი, თავისი შინაარსით მზაკვრულია, რადგან შეუმჩნეველია. ჩვენს სხეულში და სივრცეში მუდმივად ცხოვრობენ მიკროორგანიზმები, სხვადასხვა საფუარი და სოკოები. ჩვეულებრივ, ჩვენი იმუნიტეტი შეიძლებაშეეწინააღმდეგოს მათ. მაგრამ როგორც კი სოკოები მათთვის კომფორტულ გარემოს იგრძნობენ, ისინი სწრაფად იწყებენ გამრავლებას. უმეტეს შემთხვევაში, სოკო ჩნდება აბაზანების, საუნების, საშხაპეების, ხელოვნური ფრჩხილების ხანგრძლივი ტარების და სხვადასხვა გელების ხმარებისას. ასევე დახურული ფეხსაცმლის ტარების დროს, როცა კანი არ სუნთქავს.
შინაგანი დარღვევები, რომელსაც იწვევს ტკბილეულის, რძის პროდუქტების, მარცვლეულისა და კაკლის ჭარბი მოხმარება, ასევე სხეულს უფრო მგრძნობიარეს ხდის სოკოს მიმართ. პირველ რიგში, აუცილებელია ზომების მიღება, რათა ხელოვნურად არ გამოიწვიოთ ჯანმრთელობის შემდგომი საშიში მდგომარეობა.
სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად ეფექტური აღმოჩნდა სოკოს მკურნალობა დარიჩინის ეთერზეთით, მიხაკით, ჩაის ხით, ოგრეანოთი( თავშავა).
დარიჩინის ზეთი არის დადასტურებული საშუალება სოკოვანი ფრჩხილის ინფექციების წინააღმდეგ. როგორც მოგეხსენებათ, დარიჩინი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს – ბაქტერიების კვების წყაროა. დარიჩინი ანტიბიოტიკულ-რეზისტენტულ სოკოსაც კი ანადგურებს და ეხმარება ფრჩხილების სწრაფად აღდგენას. საიმედო შედეგისთვის საჭიროა ყოველდღიურად მიიღოთ დარიჩინი ჩაის ან სანელებლის სახით კერძებში, ასევე დაზიანებული ადგილები დაიმუშავოთ ცხიმოვანი ეთერზეთებით.
პირველ რიგში გაიკეთეთ სამკურნალო პედიკური, თბილ აბაზანაში ჩააწყვეთ კიდურები, შემდეგ კარგად შეიმშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. დაზიანებულ ადგილას დაიწვეთეთ ეთერზეთი. თუ ღია ჭრილობა გაქვთ იცოდეთ, რომ ეთერზეთი დაგწვავთ, ამიტომ გააზავეთ მცენარეული ზეთით.
ორი თვის განმავლობაში დღეში ორჯერ ჩაიტარეთ პროცედურა.
ალტერნატიული გზა: რამოდენიმე წვეთი დარიჩინის ეთერზეთი ჩააწვეთეთ ცხელი წყლისა და ზღვის მარილის აბაზანაში. მოათავსეთ ფეხები 20 წუთით. გააკეთეთ ფეხის აბაზანები კვირაში 2-ჯერ – ეს მეთოდი შეესაბამება ონიქმიკოზის ძირითად კომპლექსურ მკურნალობას.
თავშავას ეთერზეთი ბაქტერიოციდული ნივთიერებაა, შემადგენლობა ანადგურებს პათოგენურ მიკროორგანიზმებს. ქარხნის ეთერზეთები იმდენად ძლიერია, რომ კანის გაღიზიანებაც კი შეიძლება. ამიტომ აუცილებელია გააზავოთ ზეითუნის ან ჟოჟობას ზეთით.
1 ჩ/კ ზეითუნის ზეთში ჩააწვეთეთ 3 წვეთი ეთერზეთი. შეიზილეთ დაზიანებულ ადგილას და დაელოდეთ სანამ არ შეიწოვება. გაიკეთეთ 2-3 კვირის მანძილზე. თუ შედეგი არ გექნებათ, მიმართეთ ექიმს.
მიხაკის ეთერზეთი- სოკოვანი ინფექციის კოშმარი.
1 ჩ/კ. ზეითუნის ან კოსმეტიკურ ზეთს დაამატეთ 5 წვეთი მიხაკის ზეთი.
დასველეთ ბამბა, დაიდეთ ღამით, დილით უნდა შეიცვალოს ახლით.
პროცედურების კურსი სრულ აღდგენამდე გრძელდება.
გამოიყენეთ ჩაის ხის ეთერზეთების რამდენიმე წვეთი.
შეურიეთ ვაშლის ძმარი ცხელ წყალში 1: 4 თანაფარდობით, 30 წუთი ჩააწყვეთ ფეხები. ამის შემდეგ ფრჩხილის ამოჭრა გაადვილდება. წაისვით ჩაის ხის ეთერზეთი და შეიხვიეთ. ასე გააკეთეთ სრულ აღდგენამდე.
დაიბანეთ ფეხები საპნით და გაიმშრალეთ კარგად. გამოიყენეთ ხელსახოცი დასველებული ეთერზეთით, დაიდეთ დაზიანებულ ფრჩხილზე და შეიხვიეთ მჭიდროდ.
ეს გაიკეთეთ ყოველ დღე, დილა-საღამოს.
გისურვებთ ჯანმრთელობას! თუ ეს რჩევები არ დაგეხმარებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.