POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
საკითხავისილამაზე

პიგმენტური ლაქების მოსაშორებელი “აფროდიტეს რეცეპტი”

by ekaterine დეკემბერი 1, 2018
დეკემბერი 1, 2018

ბევრქალს აწუხებს სახეზე სხვადასხვა ფორმის, ზომის და შეფერილობის ლაქების არსებობა. აღნიშნული ლაქები, ანუ ქლოაზმა სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება განვითარდეს, მაგალითად, ორსულობის, ვიტამინების ნაკლებობისას, სხვადასხვა დაავადების ( ქალური დაავადებები, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის დაავადებების ) დროს.

ქლოაზმა განსაკუთრებით ემჩნევა შავგვრემანსა და მუქი ფერის კანის მქონე ქალებს. მათ ლაქები უფრო დიდხაანს უნარჩუნდებათ და ძნელად ემორჩილება მკურნალობას.

მყარი, მნიშვნელოვნად გამუქებული პიგმენტური ლაქები შესაძლოა კრემებისა და საცხების გამაღიზიანებელი მოქმედების შედეგადაც გაჩნდეს. ზოგჯერ თავს იჩენს კანის მომატებული მგრძნობელობა ჩვეულებრივი, ერთი შეხედვით უვნებელი კოსმეტიკური საშუალებების და პროცედურების მიმართ, რაც მჟღავნდება მთელი სახის კანის გამუქებაში ან პიგმენტურ ხაზებში. ამიტომ საჭირო არ არის სხვადასხვა კოსმეტიკური პრეპარატებით გატანება ან პროცედურების ძალიან ხშრად გამეორება.

ზოგჯერ პიგმენტური ლაქები ზუსტად იმ ადგილებზე ჩნდება, სადაც სუნამოს იპკურებთ ხოლმე. ამიტომ სუნამო წაისვით ღაწვებზე, ყურის მიმართულებით თმიან ნაწილში, სადაც კანი უფრო უხეშია, ვიდრე ყელის მიდამოში, სასურველია აგრეთვე, სუნამო იდაყვის და მაჯის შიდა მოსახრელზე მიიპკუროთ.

 

პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო ნიღბები

 

ბოსტნეულის, კენკრისა და ხილის ნიღბები ძალზე კარგად კვებავენ, ათეთრებენ და ამკვრივებენ კანს.

პიგმენტური ლაქების მოსაცილებლად ეფექტურია ბორისმჟავიანი კიტრის ნიღაბი (6-8 ნიღაბი დროგამოშვებით).

სახის გასათეთრებლად ყველაზე რაციონალური და ქმედითია საფუარის ნიღაბი.

სასურველია, გამოიყენოთ წითელი მოცხარის წვენი, რომელიც სავსებით ცვლის ლიმონის წვენს, მშრალი კანის შემთხვევაში 1-2-ჯერ წაისვით წითელი მოცხარის წვენი და ზემოდან დაიდეთ არაჟანი.

ნიღბის მოხსნის შემდეგ სახე გაიწმინდეთ თბილი მცენარეული ზეთით და ფრთხილად გაიმშრალეთ ტილოს ხელსახოცით. შემდეგ კი მიიყარეთ ბრინჯის ან კარტოფილის პუდრი.

 

პიგმენტური ლაქების მოცილება

 

თუ სახეზე ქლოაზმები გაგიჩნდათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-კოსმეტოლოგს ან დერმაატოლოგს, რათა დადგინდეს მათი წარმოქმნის მიზეზი.

პიგმენტური ლაქების გაჩენისას საჭირო არ არის მაშინვე გამოიყენოთ ვერცხლისწყლიანი მათეთრებელი საცხი, რომელიც ” თქვენს ახლობელს დაეხმარა”.  სწორედ დასაწყისშია აუცილებელი მკურნალობის სწორად წაარმართვა. ამასთან, უნდა დაიცვათ შემდეგი წესი: მკურნალობისას და მის შემდეგ აუცილებელია სახის დაცვა მზის პიდაპირი სხივებისაგან. თუ დიდხანს გიხდებათ მზის ქვეშ ყოფნა, წაისვით დღეში ორჯერ პირშუშხასა და სუფრის ძმარზე დაყენებული ლავანდის ყვავილების ნაყენი (ცხიმიანი ან ნორმალური კანისთვის ). კარგია ასევე წინასწარ წყლით დასველებულ ლაქებზე ლიმონის ნაჭრის 5-6 წუთით წასმა. გამათეთრებელ ზემოქმედებას ახდენს სახეზე 50 გრამი 3 %-იანი წყალბადის ზეჟანგსა და 2 გრამ ნიშადურის სპირტში დასველებული ბამბის 10-15 წუთით დაფენა.

რაც შეეხება მათეთრებელ კრემს, სასურველია, ის მსუბუქად შეიზილოთ და დაიტოვოთ სახეზე არანაკლებ ნახევარი საათისა.

2 %-იანი სალიცილის სპირტის წასმამ შეიძლება გამოიწვიოს ლაქების მსუბუქი აქერცვლა.

პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად ეფექტურია ეპიდერმისის ღრმა ქერცვლის მეთოდი.

 

0 FacebookEmail
previous post
საქონლის ხორცითა და სოკოთი მომზადებული შეჭამანდი
next post
ამ მალამოს სახელის შერჩევისას ბევრი არ მიფიქრია, ეს მართლაც უნივერსალური მალამოა არა მარტო დამწვრობისთვის.

Related Articles

შვრიის ფაფა + კომბოსტო = გემრიელი განტოლება, რომელიც...

მაისი 11, 2023

პრობლემა მოგვარებულია ოპერაციის გარეშე! უბრალოდ წაისვით თხელი ფენა...

აპრილი 21, 2023

აირჩიეთ ერთ-ერთი ფიფქია და გაიგეთ რა სიურპრიზებია მოსალოდნელი...

დეკემბერი 31, 2022

აირჩიეთ საშობაო ბარათი და გაიგეთ რა გელით 2023...

დეკემბერი 23, 2022

რას მოგვიტანს 2023 – წყლის ლურ­ჯი კურდღლის წელი...

დეკემბერი 5, 2022

გაჩვენებთ, თუ როგორ გავახანგრძლივოთ სანთლის წვა. 👇

ნოემბერი 1, 2022

არ ველოდი, რომ დროთა განმავლობაში ჩარჩოები ასე გაყვითლდებოდა....

ოქტომბერი 30, 2022

ამ პრობლემას ვერაფრით ვუმკლავდებოდი, დედამთილმა ეს 2 წუთში...

ოქტომბერი 30, 2022

კვერცხი მაცივრის გარეშე ზაფხულშიც კი ინახება. ბელგიელმა მეგობარმა...

ოქტომბერი 28, 2022

დაღესტანში ახლობლები მოვინახულე და გავიგე რატომ ინახება მათი...

ოქტომბერი 25, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ასეთ ნაყინს მაღაზიაში ვეღარ ნახავ. აი რატომ ვაკეთებ ლიმონის პლომბირს ჩემი ხელით! 🍋 🍨

  • 2

    დიეტოლოგმა მირჩია ეს კომბოსტოს სალათები. მივირთმევ გარნირის გარეშე ღამითაც კი და კვირაში სამ კილოგრამს ვიკლებ!

  • 3

    ჩემი საფირმო რეცეპტის მიხედვით მომზადებული კიტრი სუფრიდან უფრო სწრაფად მიფრინავს, ვიდრე ხორცი. 🥒😁

  • 4

    ჭამეთ ეს სალათი 3 ჯერ დღეში 2 დღის განმავლობაში ზედიზედ და ზედმეტი ფუნტი აორთქლდება!

  • 5

    ფაიფურივით კანი 40 წლის შემდეგაც. შოკისმომგვრელი განსხვავება პირველი გამოყენების შემდეგ.

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC | horoskopi

  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა