ხშირად საუბრობენ იმაზე,რომ საუზმე სასარგებლო და აუცილებელია ჯანმრთელობისათვის. სატელევიზიო რეკლამა, სერიალები, ფილმები ლამაზად გვიხატავენ ბედნიერი ოჯახის სურათს, რომლის დილა იწყება საუზმით.
დიეტოლოგები და მეცნიერები უკვე დიდი ხანია საუბრობენ მოკლევადიან შიმშილზე. გამოტოვებული საუზმე კი ამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ასეთი შიმშილი ორგანიზმისთის საფრთხეს არ წარმოადგენს.
შიმშილის პერიოდში გამომუშავდება ჰორმონი კორტიზოლი, ეს ითვლება სტრესის ჰორმონად, მაგრამ ამავე დროს პასუხისმგებელია ორგანიზმის გამოფხიზლებაზე. კორტიზოლი ორგანიზმს აიძულებს საჭირო ენერგიისთვის გამოიყენოს მასში არსებული ცხიმი და ნახშირწყლები. თუ ამ ნივთიერებებს საუზმის სახით მივაწვდით ორგანიზმს, კოტიზოლის და ინსულინის დონე პიკს მიაღწევს და ცხიმის წვის ეფექტი ნეიტრალიზდება.
დღე-ღამეში 12-16 საათიანი შიმშილი არა მარტო გახდომისთვის არის ეფექტური, ამ დროს ტვინი გაცილებით კარგად მუშაობს. ზოგიერთი ირწმუნება,რომ დილით საკვების გარეშე ადამიანს უჭირს კონცენტრირება, მისი გონებრივი აქტივობა ნელდება. თუმცა ეს ასე არ არის. შიმშილი ზრდის გონების უკეთ მუშაობას და რეაქციის სიჩქარეს.
ადამიანი რომელიც ითვლის კალორიებს, საუზმის გამოტოვებით შედარებით ნაკლებ კალორიას მიიღებს დღის განმავლობაში.
დილიდან შიმშილის გრძნობა- ეს ჰორმონების დამსახურებაა. ჰორმონი გრელინი, რომელიც არეგულირებს კვების სიხშირეს. ეს ჰორმონი გვატყობინებს შიმშილის გრძნობას მაშინ, როცა მიჩვეულია ორგანიზმი. სისტემატიურად საუზმის გამოტოვება ადამიანს მიაჩვევს დილით შიმშილს.
ცხიმოვანი საკვები ზრდის ლიპიდების დონეს სისხლში, რაც გულისხმობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. საუზმის გამოტოვებით ქოლესტერინის დონე დაქვეითდება, ეს ხელს შეუშლის სხვადასხვა დაავადების განვითარებას და ჯანმრთელობა გაუმჯობესდება.
პერიოდული შიმშილით ადამიანი ინარჩუნებს ახალგაზრდობას დიდი ხნით. ზრდის ჰორმონი ასაკის მატებასთან ერთად მცირე რაოდენობით სინთეზდება. ეს კი კუნთების მასას ამცირებს და ძვლები ხდება მყიფე. საუზმეზე უარის თქმა გაზრდის ბუნებრივი ზრდის ჰორმონს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ხანდაზმულობაშიც აქტიური და ჯანმრთელი იქნება.