საკვები სოდა – იაფი და შეუცვლელი “სისუფთავის დედოფალი”

by ekaterine

საკვები სოდა ითვლება საუკეთესო საცხობ ფხვნილად, რომელიც ყველაზე უკეთესად აფუებს ცომს. მაგრამ ამით მისი თვისებები არ მთავრდება. ის ასევე უნივერსალური ბუნებრივი საშუალებაა დასუფთავების დროს. სოდით ირეცხება და იწმინდება თითქმის ყველაფერი. უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, არ იწვევს ალერგიას, იაფია, არ ტოვებს სუნს და კარგად წმენდს სხვადასხვა დაბინძურებას.

 

ყოველთვის გქონდეთ ორი კოლოფი სოდა და ვერანაირი ჭუჭყი ვერ შეგაშინებთ.

გახსენით სოდა თბილ წყალში და გაწმინდეთ რბილი ავეჯი, 15 წუთით შეფუთეთ და შემდეგ სუფთა ჩვრით გაწმინდეთ და გაანიავეთ.

 

ხშირად ჩაიდანში ჩნდება ნადები, რომელიც დამოკიდებულია წყლის შემცველობაზე. ნადების მოსაცილებლად საუკეთესო საშუალებაა საკვები სოდა. გაავსეთ ჩაიდანი წყლით, ჩაყარეთ შიგ 1 სკ სოდა, აადუღეთ და 30 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე ადუღეთ. გარეცხეთ ჩაიდანი, ისევ გაავსეთ წყლით და აადუღეთ.

 

ცხიმიანი ტაფა გახეხეთ ჭურჭლის ჟელეს და სოდის ნარევით. ცხიმი ადვილად და მთლიანად მოსცილდება.

ვერცხლის ნივთებმა პირვანდელი ფერი რომ დაიბრუნონ, ამაშიც საკვები სოდა დაგეხმარებათ. თასში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, ჩაყარეთ 60 გრ. სოდა და დაასხით 1 ლიტრი ცხელი წყალი, ჩააწყეთ შიგ ვერცხლის ნივთები (სამკაულები, დანა-ჩანგალი), ამის შემდეგ დადგით ცეცხლზე. ადუღეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 15 წუთი. 3-4 წუთის შემდეგ უკვე შეამჩნევთ ცვლილებას.

 

ჩვეულებრივი საკვები სოდა საუკეთესოა ფეხსაცმელებიდან სუნის გასაყვანად. ამისათვის ფეხსაცმელში ჩავყაროთ მშრალი სოდა, გავაჩეროთ ერთი საათი და სუნი უკვალოდ გაქრება.

 

კარგია მაცივრიდან უსიამოვნო სუნის მოსაცილებლად. ამისათვის, გაწმინდეთ სოდიან წყალში დასველებული ჩვრით მაცივრის კედლები და თაროები.

ჭუჭყის საფარის მოსაცილებლად ხილი გავრეცხოთ თბილი სოდიანი წყლით.

სამზარეულოში პრაქტიკულად ყველაფრის გაწმენდა შეგვიძლია სოდიანი წყლის დახმარებით: მიკროტალღური ღუმელის, კარადების, გაზქურის და სხვა.

სამზარეულოს ღრუბელი ხმარებისას სწრაფად ცხიმიანდება და იკიდებს უსიამოვნო სუნს. იმისათვის, რომ დიდხანს გვემსახუროს, პერიოდულად გავრეცხოთ თბილი სოდიანი წყლით.

სოდიანი წყლით საუკეთესოდ ირცხება და დეზინფიცირდება შინაური ცხოველების ნივთები, საწოლები. ასევე ნაგვის ვედრო, ჭურჭლის ნიჟარა. ერთი ჭიქა სოდის ფხვნილი მოაყარეთ ნიჟარას და ერთი საათის შემდეგ გარეცხეთ თბილი წყლით.

 

შპალერი გაწმინდეთ სოდიან წყალში დასველებული ღრუბლის დახმარებით.

ორი ს/კ. სოდა ერთი ს/კ. სარეცხი ფხვნილი გახსენით ცხელ წყალში და წვრილი ჩოთქის დახმარებით გახეხეთ მეტლახის იატაკის ზედაპირი.

 

ხალიჩაზე მოაყარეთ სოდა და ცოტა ხნის სემდეგ გაწმინდეთ მტვერსასრუტით. უსიამივნო სუნი გაქრება.

სარეცხის მანქანაში თვეში ერთხელ სარეცხ ფხვნილთან ერთად ჩაყარეთ 1 ს/კ. სოდა, თქვენ აღარ დაგჭირდებათ ძვირადღირებული ფხვნილის გამოყენება ნადების საწინააღმდეგოდ.

სოდის დახმარებით გაწმინდეთ მიმწვარი ცხიმი გრილზე, ასევე სოდიან წყალში დასველებული ღრუბელი კარგად აპრიალებს უთოს ზედაპირს. როგორც ხედავთ, სოდის დახმარებით შეგიძლიათ იდეალური სისუფთავის დაცვა სახლში. თუ არ გაქვთ ძვირად ღირებული საწმენდი საშუალება, გამოიყენეთ ეს იაფი და უნივერსალური საშუალება.

Related Articles