დილის პირველი საუზმე 8-9 საათზე:
150 გრამი ჭვავის შავი პური, თევზი ქაშაყი 30 გრამი, კომბოსტოსა და ვაშლის სალათი ( კომბოსტო 200 გრამი, ვაშლი 50 გრამი, ლიმონის მჟავა და მარილი გემოვნებით ).
მეორე საუზმე 12 საათზე:
ხორბლისა და ქატოს ფაფა რძით ( ქატო 50 გრამი, ბურღული 20 გრამი ), 1 ჩაის ჭიქა ასკილის ნაყენი.
სადილი 15 საათზე:
ჭვავის პური 100 გრამი, ბორშჩი ხორცის ბულიონზე, ჩაბუღული ხორცი თავისსავე წვენმოსხმული, უგრეხელის ფლავი ( ხორცი 100 გრამი, კარაქი 10 გრამი, ბურღული 40 გრამი ), კომბოსტოს და უმი ვაშლის სალათი ( კომბოსტო 200 გრამი, ვაშლი 50 გრამი ).
ვახშამი 17 საათზე:
კარტოფილისა და ხორბლის ქატოს კატლეტები ( კარტოფილი 200 გრამი, დაფქვილი ხორბლის ქატო 50 გრამი, რძე 1/3 ჩაის ჭიქა, 1/2 კვერცხი, კარაქი 10 გრამი ), ერთი ჭიქა რძიანი ყავა, საქარინით შეტკბილებული.
19 საათზე:
ჭვავის პური 100 გრამი, ხორცის კატლეტები ( ხორცი 70 გრამი, კარაქი 5 გრამი, მზადდება უპუროდ ), მოშუშული კომბოსტო ( კარაქი 5 გრამი ), ყველი 20 გრამი.
დაძინებამდე 2 საათით ადრე:
ერთი ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, ერთი ჩაის ჭიქა ასკილის ნაყენი.
კომბოსტოს, კიტრის, გოგრის სალათი, აგრეთვე გახეხილი და წყალში ამოვლებით სიტკბომოცილებული სტაფილო და ჭარხალი. შეგიძლიათ სურვილისამებრ მიიღოთ უმი ან მოხარშული ხილი.