822
სასურველი ქალი რომ გახდეთ, პირველ რიგში, თავის სიყვარული და პატივისცემა უნდა ისწავლოთ. ასეთი დამოკიდებულება გარშემომყოფებსაც გადაეცემა და თქვენ მიმართ პოზიტიურად განეწყობიან.
საკუთარი ღირსებები თავს ხშირად შეახსენეთ. მოკრძალება კარგია, მაგრამ ყოველთვის სასარგებლო როდია, ამიტომ თქვენი დადებითი თვისებებისა და ტალანტის დემონსტრირება ნუ მოგერიდებათ. ეს თავდაჯერებას შეგმატებთ და დაგეხმარებათ, უფრო თავისუფალი, დამოუკიდებელი გახდეთ.
თავი გაანებივრეთ, პატარა საჩუქრები გაუკეთეთ, სილამაზის სალონში იარეთ – თავი ნამდვილ ქალად შეიგრძენით. თავს უფლება მიეცით, ხშირად წიგნით ხელში დივანზე წამოწვეთ ან სურნელოვან აბაზანაში ინებივროთ.