განტვირთვის დღე კიტრით! 4 სხვადასხვა ვარიანტი და მინუს 2 კილოგრამი დღეში!

by ekaterine

კიტრი ითვლება წონის დაკარგვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად, რაც მისი შემადგენლობის დამსახურებაა. კიტრში 95 % წყალია და წარმოუდგენლად დაბალი კალორიულობით გამოირჩევა. ჩვეულებრივი მწვანე კიტრი ხშირად შეიცავს ორგანულ მჟავებსა და დიეტური ბოჭკოებს, ასევე მინერალებს და ვიტამინებს. შემუშავდა სპეციალური დიეტებიც! მაგრამ არა მხოლოდ ისინია სასარგებლო, არამედ ჩვეულებრივი განტვირთვის დღე კიტრით.

 

კიტრის გასახდომი დიეტა ხელს უწყობს ორგანიზმიდან შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნას, ხელს უშლის თირკმელებში ქვების წარმოქმნას, აჩქარებს მეტაბოლიზმს. მაგრამ, როდესაც რამდენიმე კილოგრამის დაკარგვა გაქვთ გადაწყვეტილი, არ ღირს ხანგრძლივ დიეტაზე ყოფნა, ერთდღიანი განტვირთვის დღე კიტრით საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

რამდენად შეიძლება წონის დაკარგვა

 

პარალელი რომ გავავლოთ განტვირთვის დღესა და ნებისმიერ დიეტას შორის, მივხვდებით, რომ დიეტაში მწვანე ბოსტნეულის გარდა რაციონი დატვირთულია სხვა საკვებითაც, მაგალითად ხორცით, თევზით და ა. შ. ყველაზე პოპულარული დიეტით შესაძლებელია დღეში 1 კილოს დაკლება, 7-10 დღის განმავლობაში საშუალოდ 7-8 კილოს თუ დაიკლებთ.

 

განტვირთვის დღე გამორიცხავს თევზსა და ხორცს, ერთადერთი კიტრთან შეიძლება რძის პროდუქტები იყოს ტანდემში. ეს საშუალებას გვაძლევს ერთ დღეში 1,5-2 კილოგრამი დავიკლოთ.

კიტრით განტვირთვის დღის 4 არჩევანი

1.მოამზადეთ კიტრის და პომიდვრის სალათი უმარილოდ და სანელებლების გარეშე. მხოლოდ ცოტა მცენარეული ზეთი შეიძლება. უნდა მიირთვათ 150 გრამი სალათი 4-ჯერ დღეში.

 

2.განტვირთვის დღის მეორე ვერსია შედგება კიტრის და ვაშლისგან. 1 კგ. კიტრი და 1 კგ. ვაშლი კანის გარეშე დაჭერით. მოასხით 200 გრამი იოგურტი ან უცხიმო არაჟანი და 5-6 მიღებაზე გაანაწილეთ.

 

3.ყველაზე პოპულარული განტვირთვის დღის მესამე ვერსია შედგება კეფირის და კიტრისგან. დღეში 5-ჯერ მიირთვით 1 კგ. კიტრი, შუალედებში 1 ლიტრი კეფირი და 1,5 ლიტრი წყალი.

 

4.დაამატეთ 1,5 კგ. კიტრს 0,5 კგ. უცხიმო ხაჭო და მიირთვით დღის განმავლობაში. შეგიძლიათ დაამატოთ დაჭრილი ახალი ნიახური ან ოხრახუში. დალიეთ 1,5-2 ლიტრი ჩვეულებრივი წყალი.

 

აირჩიეთ ერთი ვარიანტი და გამოიყენეთ არა უმეტეს კვირაში ერთხელ. დადასტურდა, რომ განტვირთვის დღეები არა მარტო წონაში გვაკლებინებს, არამედ  ჯანმრთელობის აღდგენის გზაზე პირველი ნაბიჯია. სცადეთ და ურჩიეთ მეგობრებს, რომლებიც ამაოდ ცდილობენ წონაში დაკლებას.

Related Articles