დიეტური “ტირამისუ”, რომელიც არ გაგასუქებთ. ხშირად მივირთმევ, მაგრამ ჩვეულ ფორმაში ვარ!

by ekaterine

ტკბილეულის მოყვარულთათვის იტალიელმა კონდიტერებმა გამოიგონეს გემრიელი დესერტი “ტირამისუ”, რომელიც შედგება ყველი მასკარპონეს, მუქი შოკოლადის, ბისკვიტის და ყავისგან. ჩვენ გვიწევს ამ პროდუქტების ძებნა და შედარებით ძვირიც არის.

გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ ჩვენთვის ნაცნობი ინგრედიენტებისგან შემდგარი რეცეპტი, თან დიეტური, რომ ფიგურაზეც ცუდად არ აისახოს.

შემადგენლობა

მარწყვი 200 გ

რძე 0.5 ჭიქა

ხაჭო 500 გრამი

შავი შოკოლადი 50 გ

ყავა 2 ს/კ. ბანანი 2 ც.

მომზადება

გაასუფთავეთ ბანანი, მარწყვი გარეცხეთ. დაჭერით ორივე თხელ ნაჭრებად.

ხაჭო დააბლენდერეთ, დაამატეთრძე და ყავა.

ფორმაში მოათავსეთ ბანანის მესამედი, შემდეგ მარწყვის და დაასხით ათქვეფილი მასის ნაწილი, ასე გაიმეორეთ შემდეგი ფენებიც. ზემოდან გახეხილი შოკოლადი მოაყარეთ და შედგით მაცივარში რამოდენიმე საათით.

 

 

თუ არ ხართ დიეტაზე, შეგიძლიათ ხაჭოს ცოტა ვანილი და შაქარიც დაუმატოთ, მაგრამ მარწყვის და ბანანის სიტკბო ჩემი აზრით საკმარისია.

Related Articles