ყინულის ფორმების გამოყენების 19 პრაქტიკული და სასარგებლო იდეა!

by ekaterine

ყინულის ფორმები შეუცვლელი დამხმარეა სამზარეულოშირომელიც ყველა დიასახლისს უნდა ჰქონდეს. მას მრავალმხრივი გამოყენება შეიძლება მოუძებნოთ. ზაფხულის ცხელ დღეებში, როცა ქუჩაში საშინელი სიცხეა, გსურთ მიირთვათ ან დალიოთ რაიმე ცივი.

1 გაყინეთ ფორმებში ყავა, დაუმატეთ რძეს, მიიღებთ შესანიშნავ საზაფხულო სასმელს.

 

2 თუ დაგრჩათ ბოთლში წითელი ან თეთრი ღვინო, გაყინეთ, კუბები დაუმატეთ სხვადასხვა სოუსს.

 

3 ასევე შეგიძლიათ გაყინოთ იოგურტი და ცხელ დღეებში ცივი დესერტით ისიამოვნოთ.

ბევრ ადამიანს ის ნაყინზე მეტად უყვარს.

 

4 გაყინეთ ხილის პიურე, ის არა მარტო გემრიელი და სასარგებლოა, არამედ შესანიშნავი გამაგრილებელი დესერტია.

 

5 შეგიძლიათ საზამთროს გაყინვაც. საყვარელი დესერტით ზამთარშიც ისიამოვნეთ.

 

6 ფორმებში მოათავსეთ ყვავილები, დაასხით წყალი და გაყინეთ. ულამაზესი მოსართავია სადღესასწაულო სუფრისთვის.

 

7 გაყინეთ ხილისა და შოკოლადის დესერტი, მაგალითად მარწყვი შოკოლადში.

 

8 გაყინეთ გრენადინი (წითელი, ტკბილი სიროფი ბროწეულის არომატით. მიიღება ბროწეულისა და წითელი მოცხარისაგან.) და დაუმატეთ ალკოჰოლურ სასმელს ან კოქტეილს.

 

9 გაყინეთ ციტრუსის წვენი და დაუმატეთ კუბები წყალს. ამაზე უკეთესს ვერაფერს მიირთმევთ.

 

10 სურნელოვანი ბრჭყვიალა გუმიარაბიკა შესანიშნავია ნებისმიერი კერძების და კოქტეილების გასაფორმებლად. თუ გაყინავთ უფრო მეტად ისიამოვნებთ.

 

11 შეგიძლიათ სუშის შენახვა მისი გაყინვით.

 

12 გაყინეთ ალოეს წვენი და წაისვით სახეზე, შესანიშნავი მატონიზირებელი საშუალებაა.

 

13 გაყინეთ ხილის და კენკრის სმუზი. სასწრაფო დახმარებაა, როცა სიცხეში მოგშივდებათ.

 

14 ყვავილები, რომლის ჭამაც შეიძლება, შეგიძლიათ გაყინოთ.

 

 

15 კოქტეილებში შეგიძლიათ გაყინული შოკოლადის დამატებაც.

 

16 ჩვეულებრივ წყალში დაამატეთ პიტნა და ლიმონი და გაყინეთ.

 

17 მრავალფეროვანი ნაყინის კუბები დიდებული დანამატია რძის კოქტეილებისთვის.

 

18 ფენებად გაყინული ხილის წვენი უგემრიელესია და ულამაზესი.

 

19 ზეითუნის ზეთით გაყინეთ ოხრახუში და კამა. ნებისმიერ დროს გექნებათ ახალი მწვანილი.

 

 

Related Articles