უებარი საშუალებაა სისხლძარღვებისა და იმუნიტეტისთვის. ამცირებს ქოლესტერინის დონეს, სასარგებლოა ღვიძლისთვის, წმენდს ორგანიზმს და ებრძვის გაციებას. საჭიროა მხოლოდ 4 ინგრედიენტი – ნიორი, ლიმონი, ჯანჯაფილი და წყალი. ის რასაკვირველია, მოზრდილებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო მოზარდებში მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ შეიძლება გამოყენება.
დაგჭირდებათ:
4 თავი ნიორი
4 ლიმონი კანიანად
ჯანჯაფილის ერთი ძირი
2 ლიტრი სუფთა წყალი
მომზადება:
ლიმონი კანიანად დაჭერით. ნიორი გაფცქვენით და ლიმონთან და ჯანჯაფილთან ერთად ბლენდერში დააქუცმაცეთ.
მოათავსეთ ეს მასა მეტალის ჭურჭელში და დაასხით 2 ლიტრი წყალი.
დადგით ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ ადუღებამდე არ მიიყვანთ.
გააცივეთ და გაწურეთ. შეინახეთ მინის ბოთლში.
1 ჭიქა ნარევი ყოველდღე უნდა სვათ ჭამამდე მინიმუმ 2 საათით ადრე ან უზმოზე.
ნივრის სუნი არ შეგაწუხებთ, რადგან ლიმონი კარგად ანეიტრალებს.
შეიძლება მისი გამოყენება წელიწადში ორჯერ.