წყლის დიეტის პრინციპი:
წყალს ვსვამთ ყოველი ჭამის წინ.
თუ წახემსებას აპირებთ, დალიეთ 1 ჭიქა წყალი, ჩვეულებრივი კვების წინ – 2-3 ჭიქა წყალი დალიეთ.
2 საათის გასვლის შემდეგ ზუსტად იმ რაოდენობის წყალი დალიეთ, რამდენიც კვებამდე.
შეგიძლიათ იკვებოთ ჩვეულებრივ, შეზღუდვების გარეშე, ასევე 100 გრამი ალკოჰოლის მიღებაც შეგიძლიათ.
წყალი უნდა იყოს სუფთა, გემოსთვის დაამატეთ ლიმონის წვენი.
დღის განმავლობაში მიღებული წყლის რაოდენობა არანაკლებ 2 ლიტრსა და არაუმეტეს 4 ლიტრს უნდა შეადგენდეს.
ჭამის დროს შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი სითხე.
სწრაფად დასაკლებად ერთ-ერთი კვება ჩაანაცვლეთ წყლით.
წყლის მიღების დადებითი მხარე:
კუჭი ნაწილობრივ ივსება წყლით და თქვენ აღარ მიირთმევთ საკვებს დიდი რაოდენობით.
აღარ მოგინდებათ ხშირი წახემსება.
წყალი აჩქარებს მეტაბოლიზმს. გამოაქვს შლაკები და ორგანიზმს ტოქსინებისგან ათავისფლებს.
წყალი გიკარგავთ მაღალკალორიული სასმელების დალევის სურვილს.
წყლის დიეტა არ შეიძლება, თუ გაქვთ:
კარდიოვასკულური დაავადებები;
საშარდე სისტემის დაავადებები;
არტერიული წნევის მომატება.
წყლის დიეტა ნამდვილი გამოსავალია ზარმაცებისთვის, ვისაც წონის დაკარგვა სურს ფიზიკური ვარჯიშის გარეშე. გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, ვისაც წონის დაკლება სურთ და ერთად გადაწყვიტეთ ამ მეთოდის გამოყენება!