ყოველთვის ხდება ერთიდაიგივე: იკლებთ წონაში, საოცრად გამოიყურებით, უამრავ კომპლიმენტს იღებთ, მაგრამ შეწყვეტთ თუ არა კონტროლს, ისევ იწყება წონაში მატება, დეპრესია…რა უნდა გავაკეთოთ, თუ ექსრემალურად გვსურს წონის დაკლება, ძალიან გვჭირდება მოკლე დროში გამოვიყურებოდეთ ისე, რომ ყურადღების ცენტრში მოვხვდეთ.
ყურადღება მიაქციეთ ამ ცხიმისმწველ ბოსტნეულის კოქტეილს. რა თქმა უნდა, თუ გინდათ, რომ 9 კგ 10 დღის განმავლობაში დაიკლოთ, ჩვეულებრივ მენიუში უნდა შეიტანოთ კორექტირება: ამოიღოთ რაციონიდან ფქვილის შემცველი ნაწარმი, ტკბილეული, შემწვარი საკვები, ჩართოთ სუპები, სალათები და დიეტური ხორცი.
არაჟნის, ბოსტნეულის და ქატოს სასმელი უნდა მიიღოთ 1-2-ჯერ დღეში. შეგიძლიათ დაამატოთ კიტრი ან თქვენი საყვარელი მწვანილი.
კოქტეილისთვის დაგჭირდებათ:
220 მლ არაჟანი (1.5% ცხიმი)
1 ს/კ. შვრიის ქატო
1 კიტრი
ნახევარი ბულგარული წიწაკა
1 პომიდორი
2-3 ღერი კამა
30 მლ მინერალური წყალი
ზღვის მარილი გემოვნებით
ემალის ქვაბში ჩაყარეთ ქატო, ცოტა მარილი, დაასხით 2 ს/კ. მინერალური წყალი და ადუღეთ ცეცხლზე 2-3 წუთის განმავლობაში.
ბლენდერის ჭიქაში ჩაასხით ცივი არაჟანი, შეგიძლიათ ყინულის 2 კუბიკიც დაამატოთ, დაამატეთ დაჭრილი წიწაკა, კიტრი, პომიდორი, კამა, გაციებული ქატოს ნარევი. ათქვიფეთ ჯერ ნელა, შემდეგ სწრაფად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
სწრაფად გასახდომი კოქტეილიც მზად არის. ჩაასხით ჭიქაში და ნელ-ნელა მოსვით.
საჭიროა სასმელის მომზადება მხოლოდ გამოყენებამდე, ისე რომ კომპონენტებმა არ დაკარგონ მათი სასარგებლო თვისებები. ნუ დაგავიწყდებათ, რომ უკეთესი შედეგისთვის, უნდა შეინარჩუნოთ აქტიური ცხოვრების წესი და კორექტირება შიტანოთ კვებაში.