როგორც გაირკვა, ნარინჯისფერი ხილის ქერქში ფიტონციდების და ეთერზეთების არომატი არა მარტო კარგ ხასიათზე გვაყენებს, არამედ შუძლია მრავალ დაავადებას ებრძოლოს. როცა შეიტყობთ, რომ სხვადასხვა დაავადებას მანდარინის ქერქი ზოგიერთ წამალზე უკეთ კურნავს, მას აღარ გადაყრით.
6 გრ. მშრალი ქერქი შეიცავს 14% “ცე” ვიტამინს. შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების პროფილაქტიკისთვისაა აუცილებელი. იცავს ორგანიზმს ვირუსებისგან, შეიცავს ანტიალერგიულ ნივთიერებებს.
მანდარინის ქერქის ეთერზეთები ზრდის შრომისმოყვარეობას, კურნავს გაღიზიანებას, ახდენს ნერვული სისტემის სტიმულირებას, შიშის გრძნობა ამცირებს.
მანდარინის ეთეროვანი ზეთი ასევე აუმჯობესებს კანის ფერს, ატენიანებს, აგრილებს, ასწორებს ნაოჭებს და არბილებს კანს.უხდება ცხიმიან და კომბინირებულ კანს და კურნავს გამონაყარს. ასევე ხელს უშლის ცელულიტის წარმოქმნას, განსაკუთრებით ნეროლის ზეთი ლავანდის კომბინაციაში.
სანამ ციტრუსს მიირთმევთ, გარეცხეთ კარგად, თუ გინდათ რომ მოხარშულ ქერქს სამკურნალო თვისება ჰქონდეს.
ბრონქიტის დროს სამ სადილის კოვზ მანდარინის ცედრას დაასხით ორი ჭიქა მდუღარე წყალი. ორი საათის შემდეგ გაფილტრეთ, დაამატეთ ცოტა თაფლი და მთელი დღის მანძილზე დალიეთ.
მშრალი ხველის დროს ერთი მანდარინის ქერქს დაასხით ერთი ჭიქა არაყი და დადგით ბნელ ადგილას ერთი კვირით. მიიღეთ 20 წვეთი ჭამამდე 3-ჯერ დღეში.
მანდარინის ქერქი მოგიხსნით რინიტს. 2 ცალ მანდარინის ქერქს დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 წუთი და გაიკეთეთ ინჰალაცია 10 წუთის განმავლობაში.
მაანდარინის ქერქის ნახარში დაბლა სწევს შაქრის დონეს სისხლში. 3 საშუალო ზომის მანდარინის ქერქს დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ 10 წუთი. გაფილტვრა არ არის საჭირო. შედგით მაცივარში და დილა-საღამოს ჭამის შემდეგ თითო ჭიქა.
ციტრუსების კანი შეიცავს უფრო მეტ ანტიოქსიდანტს, ვიდრე მისი წვენი. ეს საშუალებას გაძლევთ, რათა თავიდან იქნას აცილებული უჯრედებში მუტაციის პროცესები, სხეულს იცავს სიმსივნეებისგან.
ექსპერიმენტულად დადასტურდა, რომ ადამიანები, რომლებიც იყენებენ შავ ჩაის მშრალი მანდარინისა და ფორთოხლის ქერქით 50-70% -ით მცირდება კანის კიბოს რისკი. ციტრუსებში არსებულ ნივთიერებებს აქვს თავდაცვითი რეაქცია სოკოების, ვირუსების, ბაქტერიებისადმი და კიბოს უჯრედებზე ახდენს საზიანო გავლენას.
მანდარინის ქერქი ზრდის იმუნიტეტს, ასევე აუმჯობესებს მადას და საჭმლის მონელების. მშრალი ქერქი ფხვნილის სახით დაამატეთ სალათებს, მარცვლეულს, ხაჭოს და სხვა პროდუქტებს. ეს ხელს შეუწყობს თავიდან აიცილოთ მეტეორიზმი და კუჭის ტკივილი.
უბრალოდ დაიმუშავეთ თქვენი ფეხის ფრჩხილები და თითები ახალი მანდარინის კანით დღეში ორჯერ. სოკო სწრაფად გაქრება!
ახლა თქვენ იცით, რით არის სასარგებლო მანდარინი კანი. თუმცა, ციტრუსოვანი ხილი და მანდარინი, სხვათა შორის, შეიძლება იყოს ძლიერ ალერგიული და მათმა ბოროტად გამოყენებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს დაავადებულ საჭმლის მომნელებელი სისტემაზე. ამიტომ, ვინც განიცდის გასტრიტს, წყლულს ან ქოლეცისტიტს, უმჯობესია არ გამოიყენოს მანდარინი.
მილიონობით ადამიანი დილას იწყებს მანდარინის ან ფორთოხლის წვენით, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენს, რომ ამ ციტრუსის ქერქს სამკურნალო თვისებები აქვს და დაუფიქრებლად ისვრის ნაგვის ურნაში.