გაიგეთ რას გიმზადებენ ვარსკვლავები დეკემბრის მესამე დეკადაში.

 

 

ვერძი

ზოდიაქოს ნიშანი ვერძი სურათები-ის სურათის შედეგი

სირთულეებზე გამარჯვება იმდენად მარტივად გამოგივათ, რომ შეიძლება ხელოვნურად მოგინდეთ  გაართულოთ სიტუაცია, რათა  იპოვოთ გამოსავალი და ყველას აგრძნობინოთ, რომ ხართ  გმირი. თუმცა, სანამ ამას გაკეთებთ, იფიქრეთ სხვებზეც – ისინი უბრალო ადამიანები არიან.

როგორც ყოველთვის, ეხლაც ერთ-ერთი მთავარი სახე იქნებით, უფროსს არ მოუნდება თქვენი განთავისუფლება, ბოლო დროს საკმაოდ კარგი ურთიერთობით სარგებლობთ ხელმძღვანელობასთან, გამოიყენეთ ეს შანსი თქვენს სასარგებლოდ.

მკურნალობის სწრაფი შედეგები ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ არ შეწყვითოთ. შედეგი მალე იქნება შესამჩნევი.

როგორც ჩანს, ვიღაც თქვენზე შეყვარებულია, მიმოიხედეთ გარშემო, აუცილებლად შეამჩნევთ მას. თუ ხვდებით, რომ რაღაც აწუხებს, დაეხმარეთ და აუხსენით, რომ უბრალოდ მისი შეყვარება არ შეგიძლიათ.

 

 

კურო

image

მიიღებთ სასიხარულო ცნობას, ეიფორია დიდხანს  გაგყვებათ. მთავარია ზედმეტმა სიხარულმა შეცდომა არ დაგაშვებინოთ.

თუ თვლით, რომ თქვენი კანი საჭიროებს დატენიანებას, გადახედეთ კოსმეტიკას და შეცვალეთ კვების რაციონი, კარგია თუ ჩართავთ ავოკადოს და ნუშს.

არ აქვს მნიშვნელობა რას შეჭამთ, მთავარია თქვენს განწყობაზე კარგად იმოქმედოს. გადაათვალიერეთ გაზეთის ანეგდოტების გვერდი ან მხიარული თავგადასავალი წაიკითხეთ, შეუკვეთეთ სასაცილო კერძი ან სასმელი, რომელიც პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით.

პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეგაშინებთ, მაგრამ საჭირო იქნება ამის გაკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ იმის გახსენება, როგორ იმყოფებოდით ჭაობში თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი. სცადეთ უზრუნველყოთ, რომ ეს არ განმეორდეს.

თუ თვალს ადევნებთ მობილურ ტელეფონებს ბაზარზე, იყავით ყურადღებით, აუცილებლად გაიგებთ რაღაც საინტერესოს.

 

ტყუპები

ტყუპები ჰოროსკოპი-ის სურათის შედეგი

თქვენ შეიძლება გახდეთ ვინმეს ეჭვის საგანი. შეეცადეთ არ დაეცეთ სულიერად და იმავე დროს არ გახდეთ  მისი მსხვერპლი.

ყველაფერი ხელს შეგიშლით, ამინდის პირობებიდან დაწყებული ქვეყნის პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებული აზრებით დამთავრებული. თუ არ მუშაობთ, შეწყვიტეთ უაზრო ნერვიულობა.

შესაძლებელია იგრძნოთ სისუსტე, შესაძლოა ეს გამოწვეული იყოს როგორც ძილის ნაკლებობის გამო, ასევე დაბალი კალორიური საკვების გამო. თქვენი სხეული მოითხოვს ვიტამინების მიღებას და ეს არ დაგაზარალებთ თქვენ.

ექსპერიმენტის ჩატარება დაუშვებელია, არ შეიძლება ადამიანის გრძნობებით თამაში, დიახ, თქვენ მოგინდათ გეკოცნათ ვინმესთვის, მაგრამ რა მოხდება შემდგომში? ეს ხომ ექსპერიმენტი იყო და სხვა არაფერი.

image

კირჩხიბი

ყველა სიტყვა თქვენი მისამართით იქნება ნათქვამი, ეს ძალიან გაგაღიზიანებთ. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ზედმეტი უსიამოვნება, სჯობია შეზღუდოთ ხალხთან კომუნიკაცია ან თუ შესაძლებელია, დარჩეთ სახლში.

არ გადაიტვირთოთ, არ დაგიფასდებათ შრომა, თქვენ კი ამის გამო ნერვებს მოიშლით.

არ გადატვირთოთ კუჭი. მიიღეთ რაიმე მსუბუქი, რომ არ გაუჭირდეს საჭმლის გადამუშავება.

თქვენს საყვარელ ადამიანს სურვილი გაუჩნდება თავი  მოგაჩვენოთ ჭკვიან და დამოუკიდებელ პიროვნებად, ეს გამოიწვევს საწინააღმდეგო მოქმედებას თქვენი მხრიდან.

რატომღაც გაშინებთ სატელეფონო ზარი, მაგრამ დამშვიდდით, არაფერი ცუდი არ არის მოსალოდნელი.

image

ლომი

ყველა სახის წესები, რომლებიც ზოგჯერ გირთულებთ ცხოვრებას, შეუძლიათ დაგიცვათ თქვენ. ნუ უგულებელყოფთ მათ.

თქვენი საქმიანობა შეიძლება შეაფერხოს წვრილმანმა, არ ღირს ცხვირის ჩამოშვება და იმაზე ფიქრი, რომ ბუნება თქვენს წინააღმდეგაა, უბრალოდ გამოასწორეთ შეცდომა.

ვარსკვლავები გირჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ექიმის რჩევას. მაშინაც კი, თუ შენ გეჩვენება, რომ მის მიერ შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა არ არის განსაკუთრებით ეფექტური, მაინც მოუსმინე და გაითვალისწინე მისი  რეკომენდაცია.

თქვენი საყვარელი ადამიანის გაგება ადვილი არ იქნება, მას გაუჭირდება თქვენს სიახლოვეს მყოფი ადამიანების ატანა. თქვენ უნდა დაარწმუნოთ, რომ ისინი არ არიან მისი კონკურენტები და არ ცდილობენ თქვენი გულის დაპყრობას.

შეიძლება იყოს კომუნიკაციის პრობლემები. თუ თქვენ ელოდებით მნიშვნელოვან ზარს, ყურადღება უნდა მიაქციოთ კავშირის მიღებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იმყოფებით ისეთ შენობებში, სადაც შეიძლება არსებობდეს აღნიშნული პრობლემა.

image

ქალწული

შეეცადეთ ეს პერიოდი საზოგადოებისთვის თუ არა თქვენთვის მაინც სასარგებლო იყოს, ზოგადად კი წარმატებული იქნება, მაგრამ მოსაწყენი.

არ ღირს ეკამათოთ ქერათმიან პიროვნებას, ეს იქნება სამსახურში თუ სხვაგან. ბოლოს ისევ თქვენ დარჩებით გაღიზიანებული და შეიძლება მოწინააღმდეგეზე ისე იმოქმედოს კამათმა, რომ ექიმის კონსულტაციაც დასჭირდეს.

ქალწულს ელოდება საკმაოდ სერიოზული გამარჯვება.

 

image

 

სასწორი

თქვენ გახდებით კაცობრიობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, საუკეთესო გრძნობებით სავსე, არ გახდებით არავისთვის შეუმჩნეველი. მაგრამ ამის შესახებ არ ღირს ვინმესთან საუბარი.

არ შეგშურდეთ სხვების, ამ გრძნობამ შეიძლება მომავალში თქვენს წარმატებას შეუშალოს ხელი. თუ ხვდებით, რომ ვინმეს გაუმართლა, დაფიქრდით, რით გახდა ის წარმატებული და სცადეთ, იქნებ თქვენც მიაღწიოთ მიზანს.

არაფერში შეზღუდოთ საკუთარი თავი. მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ჯანმრთელობაზე ფიქრი.

საუკეთესოა მიირთვათ დღეს ბევრი ხილი: ვაშლი, მსხალი, ციტრუსები.

თქვენი მეორე ნახევარი დაემსგავსება გაფუჭებულ ფირს, რომელიც ერთსა და იმავეს იმეორებს, არ გაღიზიანდეთ, თქვენც ისევე მოიქეცით და ნახავთ, როგორ გაუგებთ ერთმანეთს.

თქვენთვის ყველა ზარი  წარმატებული და სიხარულის მომტანი იქნება. გაღვიძებისთანავე მიირთვით ფინჯანი ყავა და იფიქრეთ რაიმე სასიამოვნოზე.

image

მორიელი

თავი დაანებეთ იმის კეთებას, რასაც უკვე დიდი ხანია აკეთებთ და კარგადაც გამოგდით. შეგიძლიათ სცადოთ რაიმე ახალი.

თავი შეიკავეთ დოკუმენტებზე ხელის მოწერისგან, გადაამოწმეთ სადმე შეცდომა არ გაიპაროს. თუ რაიმემ დაგაეჭვათ, კარგად მოძებნეთ, ასე თავიდან აიცილებთ მომავალში სერიოზულ პრობლემას.

არ ჩაიციკლოთ თქვენს გრძნობებზე. გადაჭერით პრობლემა მის წარმოშობისთანავე, ასე დაიცავთ თქვენს ნერვებს და თავიდან აიცილებთ ხასიათის გაფუჭებას.

მოაწყვეთ საღამო, დაპატიჟეთ მეგობრები პიკნიკზე ან სულაც, კაფეში. შეგიძლით ისეირნოთ მათთან ერთად ქუჩებში. ბედნიერებას მოგანიჭებთ იმაზე ფიქრი, რომ თქვენს გარშემო ამდენი შესანიშნავი ადამიანია.

image

მშვილდოსანი

ოპტიმიზმი დაგეხმარებათ დაამარცხოთ ყველა პრობლემა. შეგახსენებთ, რომ შეიძლება ყველაფერი უფრო უარესადაც ყოფილიყო. ამიტომ სახეზე რომ არ უნდა გეტყობოდეთ უკმაყოფილება, სწორედ ოპტიმიზმი გაიძულებთ გაიღიმოთ და საკუთარი თავი დაარწმუნოთ იმაში, რომ არც თუ ისე ცუდადაა ყველაფერი.

ხელსაყრელი პერიოდია უცხოელ და საქმიან პარტნიორებთან ვიზიტებისა და მოლაპარაკებებისათვის. შესაძლოა ახალი კავშირების დამყარება. მოგიწევთ მშვიდ ადგილას  შეხვდეთ პოტენციურ პარტნიორებს და განიხილოთ მომავალი ბიზნეს გეგმები.

მოერიდეთ ტკბილეულის ჭამას, თუ მაინც გვერდს ვერ აუვლით, აკონტროლეთ ზედმეტი არ მოგივიდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ კვების რაციონი შეავსოთ ხილით.

თუ მოხვდებით სუფრასთან, იქნებით საოცრად მიმზიდველი, გვერდს ვერ აუვლით გარშემომყოფთა აღტაცებას თქვენს მიმართ. არ გაუცრუოთ იმედები და თქვენი შეკვეთაც ისეთივე აღტაცების მომტანი იყოს მათთვის, როგორც თქვენ. მაგალითად, სავსებით შესაძლებელია, ფრანგულ რესტორანში შეუკვეთოთ იხვი პეკინურად. რა თქმა უნდა შეკვეთა გააოცებთ, მაგრამ სხვა გზა არ არის, კლიენტი ხომ ყოველთვის მართალია.

შეიძლება გაგიტაცოთ რაიმე სიახლეზე ოცნებამ, რომელიც არ იქნება თქვენი საყვარელი ადამიანის მოსაწონი. შეეცადეთ გაარკვიოთ, რატომ არ მოსწონს მას თქვენი ახალი ჰობი.  თუ მისი არგუმენტები არ შეესაბამება რეალობას – იძულებული იქნება გააცნობიეროს თქვენი ოცნება.

საჭესთან თავი შეიკავეთ  მობილურ ტელეფონზე კომუნიკაციისგან. ყოველ შემთხვევაში მართვის დროს მაინც. შანსი იმისა, რომ დაჯარიმდეთ, მაღალია. ამიტომ ნუ გარისკავთ.

image

თხის რქა

ეჭვი არავის შეეპარება იმაში, რომ თქვენ საუკეთესო ხართ ყველა სფეროში. ეს ასეც არის,  ყველაფერს ართმევთ თავს, რასაც ხელს მოჰკიდებთ.

თავი აარიდეთ სტრესულ სიტუაციებს, რათა არ შეგექმნათ ჯანმრთელობის პრობლემა. განსაკუთრებით გაუფრთხილდით ყელს.

დაკარგავთ იუმორის გრძნობას და გაგიჭირდებათ თქვენი საყვარელი ადამიანის გაგება. თქვენი ხუმრობა მისთვის გაუგებარი იქნება და პირიქით.

თუ მობილურ ტელეფონზე არ გაქვთ ანგარიში, ნუ გადადებთ ბალანსის შევსებას, შეიძლება ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომ აუცილებელი გახდეს ვინმესთან დაკავშირება.

 

ვერძი სურათები-ის სურათის შედეგი

მერწყული

 

შეიძლება თავი შეგახსენონ ძველმა პრობლემებმა, არ ღირს ხასიათის გაფუჭება, ეცადეთ მშვიდად მოაგვაროთ და სამუდამოდ დაივიწყოთ.

დროა ვიფიქროთ მომავალზე. თქვენ უკვე გაქვთ დასვენების გეგმა? არა? მაშინ შეადგინე.  კარგი დროა დაგეგმვისთვის.

შეიძლება კანის პრობლემა გაგიჩნდეთ, ამიტომ განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება, თუ რაიმე ცვლილებას შენიშნავთ.

თქვენი მეორე ნახევარი  არაპროგნოზირებადი იქნება, მოგიწევთ იმარჩიელოთ რაზე ფიქრობს, ყველა სიურპრიზისთვის მზად უნდა იყოთ, იფიქრეთ როგორ მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება გადამწყვეტი მომენტისათვის.

ეცადეთ მობილური ტელეფონი არ დაგრჩეთ სახლში, სამსახურში ან ტრანსპორტში. შეიძლება თქვენ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი და საჭირო ზარი.

image

თევზები

მოგიწევთ ყურადღება გაამახვილოთ ყველა წვრილმანებზე. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად გლობალურია თქვენი კითხვები, თუ უპასუხოდ დატოვებთ, პრობლემა არაა, მომავალში ერთით მეტი კითხვა გაჩნდება.

არ დაგეგმოთ და არ მიანიჭოთ პრიორიტეტები მომავალ საქმეებს. იმ დღესვე შესრულებული ნებისმიერი სამუშაო იქნება უფრო წარმატებული, ვიდრე ერთი კვირით ადრე დაგეგმილი.

არ დაუშვათ დაგთრგუნონ მძიმე ფიქრებმა. ისინი წაგართმევენ ენერგიას, არ მოგცემენ საშუალებას დატკბეთ ცხოვრების მშვენიერებით. ეს ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახება.

შეიძლება აღმოჩნდეთ მასპინძლის როლში, მიუხედავად იმისა, თქვენს სახლში იქნება თუ არა წვეულება. თევზის კერძების ნაცვლად უმჯობესია მოამზადოთ სოკოს, ბოსტნეულის და შებოლილი ხორცის კერძები.

ზოდიაქოს ნიშანი ვერძი სურათები-ის სურათის შედეგი

იყავით ორიგინალურები და გამოხატეთ თქვენი ემოციები. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენმა მეუღლემ დაიწყოს სხვაზე ფიქრი, სცადეთ რაიმე, რაც გადაარჩენს თქვენს ქორწინებას, სთხოვეთ მეგობრებს სიტუაციის გამოსვლიდან დაგეხმარონ.

თუ გადაწყვეტთ გარე სამყაროსგან მოწყვეტას და დასვენებას, ჩაკეტეთ კარი და არ დაგავიწყდეთ ტელეფონის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი გეგმა მიუღწეველი აღმოჩნდება.

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*