” სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს?”არავითარი ზედმეტი ძალისხმევა – მიირთვით ეს პროდუქტები და ნამდვილ დედოფლად იქცევით.

ვეცდები დაგარწმუნოთ იმაში, რომ არ გჭირდებათ ფულის გადაყრა და რამოდენიმე თვით ადრე დარეგისტრირება პლასტიკური ოპერაციისთვის. იმისათვის, რომ ნამდვილ დედოფლად იქცეთ, საჭიროა მხოლოდ სწორი და დაბალანსებული კვება.

გაგიზიარებთ მეცნიერებისა და მედიცინის დარგის უახლეს აღმოჩენებს იმის შესახებ, თუ რომელი პროდუქტებია საუკეთესო თმისა და ფრჩხილების სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის.

ორაგული

лосось

ეს გემრიელი თევზი შეიცავს ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან ვიტამინ D, პროტეინს და ომეგა -3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ხელს უწყობენ ფრჩხილების გამაგრებას,  აძლიერებენ თმის ფოლიკულებს და  თმას უფრო სწრაფად ზრდიან. თუ , ორაგული არ არის ხშირი სტუმარი თქვენს მაგიდაზე- გთავაზობთ ალტერნატივას: დაკონსერვებული ზღვის თევზი, ქაშაყი, კალმახი, სკუმბრია.

 

კაკალი

орехи

კაკალი მდიდარია ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით, ასევე შეიცავს ბიოტინს და ვიტამინ E, რომლებიც ძალიან სასარგებლოა სხეულისათვის. ეს კომპონენტები ეფექტურად ებრძვიან თმის ცვენას, ამაგრებენ კბილებს. აძლიერებს და ასქელებს თმას, აჩქარებს ფრჩხილის ზრდას. მისი ალტერნატივაა: გოგრის თესლი და ავოკადო.

 

შრატის პროტეინი

протеин

თუ თმა და ფრჩხილები განიცდიან ცილის დეფიციტს, კერძოდ კერატინის, ისინი გახდებიან მშრალი და მტვრევადი. სიტუაციის გამოსწორების მიზნით, რაც შეიძლება მალე, დაიწყეთ შრატის დალევა. ეს გემრიელი, ოდნავ მჟავე სასმელი მიიღება ყველის ან ხაჭოს დამზადების დროს. შრატი არა მარტო აძლიერებს კბილებს, თმასა და ფრჩხილებს, არამედ აკონტროლებს მადას, ეს კარგია მათთვის, ვინც აქტიურად ებრძვის ჭარბ წონას!

 

ოსპი

чечевица

ეს მშვენიერი მარცვლოვანი შეიცავს სასარგებლო ვიტამინებისა და მინერალების მთელ არსენალს. ისეთ სასიცოცხლო ნივთიერებებს, როგორიცაა რკინა, თუთია, ახდენს ცილისა და ბიოტინების სტიმულირებას, ხელს უწყობს ახალი თმის ზრდას,აძლიერებს და აძლევს ბუნებრივი ბრწყინვალებას, თმა უფრო ძლიერი და სქელია და ფრჩხილებიც – ძლიერი და ჯანმრთელი.

 

ისპანახი

шпинат

ისპანახის შემადგენლობა მოიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც სასარგებლოა თმისა და ფრჩხილებისათვის. როგორიცაა,  ბეტა-კაროტინი, ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი C. ეს  ელემენტები იცავენ თმის ფოლიკულებს და ფრჩხილის ფირფიტებს, აჩქარებენ თმის ზრდას, თმა სქელდება და ძლიერდება. ხშირი გამოყენებისას ფრჩხილები აღარ იმტვრევა, იზრდება და ხდება ძლიერი.

 

ტკბილი კარტოფილი

сладкий картфель

ეს ბოსტნეული შეიცავს ბეტა-კაროტინის დიდ რაოდენობას და ვიტამინის A. თუ ადამიანი განიცდის ამ მიკროელემენტის დეფიციტს, უჩნდება კანდიდოზი, ქერტლი, სებორეა, თმა იწყებს ცვენას და ფრჩხილებიც  ხდება მტვრევადი. ტკბილი კარტოფილის მხოლოდ მცირე პორციამ შეიძლება გააუმჯობესოს სიტუაცია და შეგინარჩუნოთ ჯანმრთელობის პრობლემები.

გაუზიარეთ თქვენს ახლობლებს ამ პროდუქტების შესახებ მიღებული ინფორმაცია, დაეხმარეთ მათ წარმოქმნილი პრობლემის სწრაფად გადაწყვეტაში.

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*