იაპონური დიეტა- მარტივი და ეფექტური გზა წონაში დასაკლებად.

ამ დიეტის წესებია:

ყოველ დღე უნდა დაიძინოთ არა უგვიანეს 12 საათზე.

დიეტის დროს იკრძალება წახემსება.

გამორიცხეთ რძის პროდუქტები და ალკოჰოლი.

ფიზიკური დატვირთვა არ არის სავალდებულო.

ერთადერთი სასმელი, რომელიც დასაშვებია ამ დროს, ეს არის ოთახის ტემპერატურის წყალი.

 

ბანანის შეიცავს ბევრ რეზისტენტულ სახამებელს, რის გამოც ჩვენ თავს ვგრძნობთ დანაყრებულად. შედეგად, ცხიმის წვის პროცესი უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს. ოთახის ტემპერატურის წყალი კი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ამცირებს შიმშილს.

японская диета

საუზმე:

ერთი ან რამოდენიმე ნახევრად დასამწიფებელი ბანანი და ოთახის ტემპერატურის წყალი.

 

სადილი:

რაც გნებავთ ის მიირთვით, ტკბილეულის და საკონდიტრო ნაწარმის გარდა.

 

სადილსა და ვახშამს შორის შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი ხილი.

 

ვახშამი:

შეგიძლიათ ჩვეულებისამებრ ივახშმოთ, მაგრამ ეს უნდა იყოს არა უგვიანეს საღამოს 8 საათზე. აუცილებლად გამორიცხეთ ყველანაირი დესერტი.

 

იაპონური დიეტის უპირატესობა:

 

გაზრდილი მეტაბოლიზმი და დღე-ღამეში საკვების მცირე რაოდენობით მიღება;
დიეტიდან კოფეინის გამორიცხვა ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის ნორმალიზებას და ამცირებს მადას, რაც იწვევს ნაკლები საკვების მიღებას.

სრულფასოვანი ვახშამი თავიდან აგვაცილებს გვიან წახემსებას და ამით თავს დავაღწევთ ზედმეტ კალორიებს.

რძის პროდუქტებისა და დესერტის  შეზღუდვა გვეხმარება მივიღოთ ნაკლები ცხიმები და შაქარი.

რაც მთავარია ბანანი – მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით.

არავითარი ძალისხმევა არაა საჭირო ამ დიეტის დროს, ყოველ დილით მიირთვით გემრიელი ხილი და დატკბით მიღებული შედეგით.

 

 

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*